ბახრამ-ბექ ახუნდოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრამ-ბეგ ახუნდოვი
მშობლიური სახელი აზერ. Bəhram bəy Mirzə Cəfər bəy oğlu Axundov
დაბადების თარიღი 1861
შუშა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1932
ბაქო, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა ექიმი

ბაჰრამ-ბეგ მირზა ჯაფარ-ბეგ ოღლუ ახუნდოვი (აზერ. Bəhram bəy Mirzə Cəfər bəy oğlu Axundov; 1861, შუშა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია1932, ბაქო, სსრკ) — აზერბაიჯანელი მედიკოსი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრამ-ბეგ ახუნდოვი 1861 წელს ქალაქ შუშაში დაიბადა. დაამთავრა შუშის რეალური სასწავლებელი, შემდგომ – გიმნაზია. 1893 წელს მიღებულ იქნა ქალაქ ლილის ფრანგული აკადემიის ასპირანტურაში. სწავლობდა ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. ასპირანტურის დასრულების შემდეგ, 1896 წელს, ახუნდოვი სწავლას აგრძელებს იმავე აკადემიის სამედიცინო ფაკულტეტზე და მისი დასრულების შემდეგ მედიცინის დოქტორის დიპლომს ღებულობს. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1904 წელს, აბარებს ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, რომლის დასრულებისთანავე ენიჭება მკურნალი ექიმის წოდება. ბაქოს სამკურნალო დაწესებულებებში საექიმო საქმიანობით იყო დაკავებული. 1918-1920 წლებში იყო აზერაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, წარმოადგენდა „უპარტიოთა“ ფრაქციას. აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აზერბაიჯანის სსრ სახალხო კომისართა საბჭოში ექიმად მუშაობდა. 1920-1925 წლებში სახელმწიფო დაზღვევის დამსახურებული ექიმი იყო. ახუნდოვი გარდაიცვალა 1932 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Адрес-календарь Азербайджанской Республики. — Баку, 1920. — С. 271