ბახვა ბრეგვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბახვა ბრეგვაძე
დაბადების სახელი ბახვა ბრეგვაძე
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1985 (1985-06-17) (38 წლის)
თბილისი, საქართველო
პროფესია ტელეწამყვანი
მსახიობი
გამომცემელი
მარკეტერი
რადიოწამყვანი

ბახვა ბრეგვაძე (დ. 17 ივნისი, 1985, თბილისი) — ქართველი ტელეწამყვანი, მსახიობი, გამომცემელი, მარკეტერი და რადიოწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახვა ბრეგვაძე დაიბადა 1985 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში. 2007–2010 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და მოიპოვა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი, შემდეგ სწავლა გააგრძელა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში. 2012–2013 წლებში სწავლობდა საფრანგეთის ეროვნული კინომატოგრაფიის სკოლაში. ბიზნესსა და მარკეტინგს სწავლობდა კავკასიის ბიზნესის სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე Start up and Scale up-ს გამოყენებითი მეცნიერებების ამსტერდამის უნივერსიტეტში.

არის ტელეწამყვანი, მსახიობი, გამომცემელი, მარკეტერი და რადიოწამყვანი. 2007 წლიდან არის „სარაჯიშვილის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.[1] 2018 წლის ნოემბრიდან, ის სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის იმედის“ წამყვანია. ცნობილია„ბახვას“ კინო-გმირის როლით „ფორმულა კრეატივის“ მიერ გადაღებულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ და მაღალრეიტინგული მეგა ტელე-შოუებით „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“(Georgian Pop Idol ) და X ფაქტორი (X Factor Georgia). ბახვა, სხვადასხვა ღონისძიებებისა და გალა კონცერტების წამყვანია, ის უძღვებოდა 2018 წლის თბილისის მთავარ საახალწლო გალა კონცერტს.[2]

გამომცემელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გამომცემლობა „რედაქცია N3”,[3] რომელიც აერთიანებს ჟურნალებს: კულინART, თორმეტი, Georgia To See და Forbes (Woman). ბახვა ხსენებული ჟურნალების დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს აქტიურად დაინტერესდა სამსახიობო კარიერით და „ბახვას“ როლი შეასრულა „ფორმულა კრეატივის“ მიერ გადაღებულ მაღალრეიტინგულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“[4] (სეზონი 5, სეზონი 6, სეზონი 7, სეზონი 8, სეზონი 9), რომლის რეჟისორია გიორგი ლიფონავა. 22 წლის ასაკში, რეჟოსორმა არჩილ ქავთარაძემ პირველად გადაიღო კინოფილმში „ სუბორდინაცია“. 2015 წელს რეჟისორმა ნიკა მარიმ გადაიღო ფილმში „აუტანელი არდადეგები“,[5] 2018 წელს დიტო ცინცაძემ ფილმში „ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა“[6] და კოტე კალანდაძემ ფილმში „დრამერი“,[7] რომელიც 2019 წელს გამოდის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კომპანია „სარაჯიშვილის“ პიარი. funtime.ge. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.
  2. ვინ იქნებიან საახალწლო კონცერტების წამყვანები დედაქალაქში. www.primetime.ge. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.[მკვდარი ბმული]
  3. რედაქტორის სვეტი - კულინART. culinartmagazine.com. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.
  4. ბახვა ბრეგვაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღები მოედნიდან ფოტოს აქვეყნებს. musicbox.ge. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.
  5. ბახვა ბრეგვაძე ფილმში „აუტანელი არდადეგები“. www.imdb.com. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.
  6. ბახვა ბრეგვაძეს დიტო ცინცაძის ფილმშიც ვიხილავთ. musicbox.ge. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.
  7. ბახვა ბრეგვაძე ორ მხატვრულ ფილმში გადაიღეს.. funtime.ge. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2018.