ბახალათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბახალათი — საეპისკოპოსო ცენტრი ადრინდელი ფეოდალური ხანის ჰერეთში. იხსენიება სომხურ „ეპისტოლეთა წიგნში“ VII საუკუნის დასაწყისიდან სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული შეხედულებით, ბახალათი უნდა იყოს თანამედროვე აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონის პუნქტი ბახთალო, რომელიც მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის კახეთის ქალაქ ბაზარის ტერიტორიაზე. ბახთალოში შემორჩენილია XVI საუკუნის ბახთალას ღვთისმშობლის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]