ბაჭია, გაიქეცი
ბაჭია, გაიქეცი | |
---|---|
ჟანრი | რომანი |
ავტორი | ჯონ აპდაიკი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
დაწერის ადგილი | აშშ |
გამოცემულია | 12 ნოემბერი 1960 |
შემდეგი | Rabbit Redux |
ბაჭია, გაიქეცი (ინგლ. Rabbit, Run) — ჯონ აპდაიკის რომანი, გამოქვეყნდა 1960 წელს. ნაწარმოები ასახავს 26 წლის ჰარი ენგსტრომის ცხოვრების სამ თვეს, რომელიც ცდილობს უსიყვარულო ქორწინებას და მოსაწყენ სამსახურს გაექცეს.
„ბაჭია, გაიქეცი“ კურდღლის სერიის პირველი წიგნია. მისი მომდევნო ნაწილებია: „ბაჭია ბრუნდება“, „ბაჭია მდიდრდება“ და „ბაჭია ისვენებს“. ამ სერიაში აპდაიკი XX საუკუნის II ნახევრის აშშ-ის უმთავრესი მოვლენების ფონზე ბაჭიას მიერ ცხოვრების დაუღალავ ძიებას კომიკური და რეტროსპეტული მიდგომით ასახავს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარ გმირი 26 წლის ჰარი ენგსტრომი, მეტსახელად ბაჭია, სკოლაში სწავლისას ცნობილი კალათბურთელი იყო. რომანში აღწერილია მისი ცხოვრების 5 თვე. ბაჭია დაოჯახებულია, მეუღლე და ვაჟიშვილი ჰყავს, მეორე შვილსაც ელოდება, მაგრამ ბედნიერი არ არის. მისი ცოლი სვამს, თვითონ მოსაწყენ სამუშაოზე მუშაობს, ცოლის მშობლები ალმაცერად უყურებენ სიძეს. ბაჭიამ იცის, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, სახლიდან მიდის და ორი თვის განმავლობაში მეძავთან ერთად ცხოვრობს. შემდეგ ბაჭია შინ ბრუნდება, მაგრამ მეორე შვილი, ახალშობილი ეღუპება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rabbit, Run დაარქივებული 2009-04-22 საიტზე Wayback Machine. study guide, themes, quotes, teachers' guide
- Rabbit, Run Map დაარქივებული 2015-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Original New York Times review "You Cannot Really Flee" by David Boroff, November 6, 1960, pg. BR4