შინაარსზე გადასვლა

ბაჩანის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჩანის კუნძულების მდებარეობა მოლუკის კუნძულებს შორის

ბაჩანის კუნძულები (წარსულში ასევე ცნობილი როგორც ბაჩანები და ბაჩიანები[1]) ― მოლუკის კუნძულების კუნძულთა ჯგუფი ინდონეზიაში. კუნძულები მთებითა და ტყეებითაა დაფარული. გაშლილია ტერნატეს სამხრეთით და ჰალმაჰერის სამხრეთ-დასავლეთით. კუნძულები შედის სამხრეთ ჰალმაჰერის სარეგენტოში, ჩრდილოეთ მალუკუს პროვინციაში. წარსულში შედიოდა ბაჩანის სასულთნოს შემადგენლობაში.

ბაჩანი (ნიდერლ. Batjan;[2] წარსულში ცნობილი როგორც ბაჩიანი[3]) ― ჯგუფის უდიდესი კუნძულია. 2020 წლის აღწერით, კუნძულზე 82 387 ადამიანი ცხოვრობს. დედაქალაქ ლაბუჰაში 7 073 ადამიანი ცხოვრობს. კუნძული ბაჩანი შვიდ რაიონად იყოფა. სიდიდით მეორე და მესამე კუნძულია კასირუტა და მანდიოლი.[4] ამ კუნძულების მოსახლეობა 11 000 ადამიანს აჭარბებს. თითოეული მათგანი ორ-ორ რაიონს მოიცავს. მეოთხე კუნძულია ბატანგ-ლომანგი, რომელიც მეთორმეტე რაიონს მოიცავს. ბაჩანის კუნძულების შემადგენლობაში ათეულობით პატარა კუნძულია. საერთო ჯამში, 2020 წლის აღწერის მიხედვით, ბაჩანის კუნძულების მოსახლეობა 111 517 ადამიანს შეადგენს.[5]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ ჰალმაჰერის სარეგენტოს 30 რაიონიდან 12 ბაჩანის კუნძულების ადმინისტრაციული რაიონებია (ინდონ. kecamatan). ადმინისტრაციული რაიონები მოიცავს ადმინისტრაციულ სოფლებს (ინდონ. desa). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ბაჩანის კუნძულების ადმინისტრაციული რაიონები საფოსტო კოდებით, ფართობით, მოსახლეობის რაოდნეობით, ადმინისტრაციული ცენტრებით, სოფლების რაოდენობითა და მათი საფოსტო კოდებით.

კოდისახელწოდებაქართული სახელწოდებაფართობი
კმ²
მოსახლ. 2010მოსახლ. 2020მოსახლ. 2023ადმ. ცენტრისოფლების რაოდენობაკუნძულთა რაოდენობასაფოსტო კოდიკუნძული
ან ჯგუფი
82.04.21Bacan Timur Selatanსამხრეთ-აღმოსავლეთი ბაჩანი321.136,4607,4938,352ვაიაუა7197791ბაჩანი
82.04.22Bacan Timur Tengahაღმოსავლეთ ცენტრალური ბაჩანი276.285,2296,1586,495ბიბინოი7297791ბაჩანი
82.04.07Bacan Timurაღმ. ბაჩანი463.509,05112,79413,649ბაბანგი10897791ბაჩანი
82.04.17Bacan Selatanსამხრეთ ბაჩანი169.2113,26519,56021,153მანდაონგი10-97791ბაჩანი
82.04.08Bacanცენტრალური ბაჩანი304.6919,09227,04528,468ლაბუჰა14397791ბაჩანი
82.04.14Bacan Barat Utaraჩრდილო-დასავლეთი ბაჩანი264.944,0965,0105,099იაბა8197791ბაჩანი
82.04.09Bacan Baratდასავლეთი ბაჩანი180.783,5494,3274,665ინდარი74997791ბაჩანი
82.04.18Batang Lomang (a)ბატანგ-ლომანგის კუნძულები55.816,1777,6557,858ბაჯო81397790ბატანგ-ლომანგი
82.04.19Mandioli Selatanსამხრეთი მანდიოლი138.815,7986,9367,237ჯიკო6-97791მანდიოლი
82.04.20Mandioli Utaraჩრდილოეთი მანდიოლი96.792,9903,8093,880ინდონგი6797791 (b)მანდიოლი
82.04.16Kasiruta Timurაღმ. კასირუტა247.933,8474,8655,062ლოლეო-ჯაია8697790კასირუტა
82.04.15Kasiruta Barat (c)დას. კასირუტა272.984,5215,8655,968პალამეა102597790კასირუტა
1896 წლით დათარიღებული გერმანული რუკა

ბაჩანს არარეგულაური ფორმა აქვს. შედგება ორი მთიანი ნაწილისგან, რომელსაც დაბალი ყელი აერთიანებს.[4] კუნძული ძირითადად ქვიშაქვის, მარჯნული კირქვისა და კენჭების ქანებისგან შედგება. ცხელი წყაროები ვულკანური აქტივობას ადასტურებს.[4] ძველი და არავულკანური ქანები ძირითადად კუნძულის სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული.[2] ტაუბენკიტში გოგირდის წყაროების ტემპერატურა 52 °C-ს აღწევს. გორგირდის წყაროები მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზეც, საიოვანგში.[4] ჩრდილოეთ ნაწილში, ამასინგის გორაკზე სამი პატარა ანდეზიტური ვულანია: კაკასუანგი, დუა-საუდარა და სიბელა. კუნძულის სამხრეთ ნაწილის უმაღლესი წერტილია გუნონგ-საბელა[4] ან ლაბუა[2] (ზღვის დონიდან 2 120 მეტრი), რომელიც ადგილობრივი ტრადიციების თანახმად, ბოროტი სულების ადგილსამყოფელად მიიჩნევა.[4] კუნძულზე ნახშირი და სხვა მინერალებია აღმოჩენილი.[4]

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში კუნძულის დიდი ნაწილი ხეებით იყო მდიდარი. ადგილობრივები საგოს, ქოქოსსა და მიხაკს უხვად აწარმოებდნენ.[4][2] ნიდერლანდელებმა ადგილობრივი ჯავზის ხეები განზრახ გაანადგურეს. 1870-იანი წლების ბოლოსთვის ჯავზის ხეების მცირე რაოდენობა იყო დარჩენილი,[4] რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასაწყისთვის საბოლოოდ განადგურდა.[2] კუნძულის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი პრიმატებითაა დასახლებული, მათ შორის, სულავესის მაკაკებით.[2]

XIX საუკუნის შუა ხანებში ბაჩანის კუნძულის ცენტრალური ნაწილი დაუსახლებლად მიიჩნეოდა. სანაპიროზე არაადგილობრივები სახლობდნენ. სანაპიროს მაცხოვრებლები პორტუგალიელი მეზღვაურების ქრისტიანი შთამომავლები, მალაიელები და პაპუასები, ჩრდილოეთ ჰალმაჰერიდან ჩასული გალელაები ან სულავესის ტოლოს ყურიდან ჩასული ტომორები შეადგენდნენ.[4] პირველ მსოფლიო ომამდე კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 13 000 ადამიანს შეადგენდა, მათ შორის ჩინელებსა და არაბებსაც.[2] 1990-იანი წლების ბოლოს ბაჩანზე მცხოვრები 7 700 ქრისტიანიდან 193 პროტესტანტი იყო.[6] 2010 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 84 075 ადამიანს შეადგენდა, რომელმაც 2023 წლისთვის 117 000-ს გადააჭარბა. ბაჩანზე რამდენიმე პაპუასურ ენაზე საუბრობენ, მათ შორის მთავარია გალელა, ტობელო და ტერნატე. დედაქალაქ ლაბუჰის მახლობლად ბაჩანურ მალაიურზე საუბრობენ.

კოლონიურ ხანაში ბაჩანი სანელებლებით ვაჭრობის გამო იყო პოპულარული. სანელებლებით ვაჭრობა ტერნატეში, ტიდორესა და ჰალმაჰერაში ყვაოდა. ბაჩანი თავის რესურსებზე მეტად მახლობლად მდებარე კუნძულების კონტროლისთვის იყო საჭირო. ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიამ ბაჩანის სულთანს კუნძულზე ჯავზის ხეების განადგურებისთვის იმაზე მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე ტერნატეს ნიდერლანდელი გუბერნატორის ხელფასი იყო. ორთქლის ძრავის ხანაში კუნძულზე ნახშირის მაღაროების განვითარება სცადეს, რისთვისაც ნიდერლანდელები იპონელ ტყვეებს იყენებდნენ. თუმცა რამდენიმე ტონა ნახშირის მოპოვების შემდედ შეჯერდნენ, რომ წიაღისეული ცუდი ხარისხის იყო და ნახშირის მოპოვება შეწყდა.

  • Chisholm, Hugh, ed. (1911), „Bachian“ , Encyclopædia Britannica (ინგლისური), 3 (11th ed.), Cambridge University Press, pp. 132–133
  • Muller, Karl (1997), Maluku: Indonesian Spice Islands, Singapore: Periplus Editions, ISBN 962-593-176-7
  • Wessels, C. (1929) "De Katholieke missie in het Sultanaat Batjan (Molukken), 1667-1609", Historisch Tijdschrift 8:2 and 8:3
  • Coolhaas, W.Ph. (1923) "Kronijk van het rijk Batjan", Tijdschrift voor Indische Taal-, Land- en Volkenkunde 63.
  1. Bacan | island, Indonesia en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-18. ციტირების თარიღი: 2020-05-29
  2. 1 2 3 4 5 6 7 EB (1911), p. 132.
  3. Encyclopædia Britannica, 9th ed., Index, p. 39. 1889.
  4. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 EB (1878).
  5. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  6. Muller (1997), p. 132.