ბაშკირეთის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაშკირეთის ტურიზმი — ტურიზმის განვითარებას ბაშკირეთში ხელს უწყობს უნიკალური გეოგრაფიული ობიექტების, ისტორიული, კულტურული და ხელოვნების ძეგლების სიმრავლე და განვითარებული ინფრასტრუქტურა.

ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ ტურიზმს მართავდნენ შემდეგი ორგანიზაციები: 1929 წლიდან — პროლეტარული ტურიზმის ბაშკირული საზოგადოება, 1937 წლიდან — ბაშკირეთის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის უმაღლესი საბჭო, 1960 წლიდან — ტურისტული ოპერატიული ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის  ადმინისტრაცია, 1995 წლიდან — ბაშკირეთის რესპუბლიკის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი (Goskomsportturizm), 2000 წლიდან — ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურიზმის სააგენტო, შემდეგ — ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და მეწარმეობის სახელმწიფო კომიტეტი.[1]

ამჟამად მოქმედებს ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი — რესპუბლიკური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმის, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების, დარეგულირების და მხარდაჭერის სფეროში.

  • 1977 წელს, კუგარჩინსკის რაიონის სოფელ მურადიმთან ჩატარდა ქვეითად მოსიარულე ​​ტურისტების გაერთიანებული რალი;
  • 1985 წელს, იშიმბეის რაიონის სოფელ მაკაროვას მახლობლად—  სპელეოტურისტთა II  შეკრება;
  • 1989 წელს სპელეოტურისტთა გაერთიანებული შეჯიბრებები ჩატარდა კინდერლის გამოქვაბულის მიდამოში (გაფურის რაიონი).
  • 1997 წელს  ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურისტული და სპორტული კავშირის ეგიდით  გაიხსნა უფაში გაიხსნა ტურიზმის მუზეუმი. [2][3] .

ტურისტული რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატიშის ჩანჩქერი და შესასვლელი ამავე სახელწოდების გამოქვაბულში

ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაშკირეთის ეკონომიკაში. მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტების გამო,  ბაშკირეთს მეორე შვეიცარიას უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ ნაკლოვანებებს, რომელთა შორისაა ტურიზმის არასაკმარისი განვითარება. ბაშკირეთის ტურისტულ რესურსებს წარმოადგენს  უფას, სტერლიტამაკის, იშიმბაის, სალავათის და ა.შ. ქალაქების კულტურისა და ხელოვნების ძეგლები; დაახლოებით 300 კარსტული მღვიმე; 600 მდინარე, მათ შორის, ყველაზე დიდი მდინარე ბელაია; 800 ტბა; ევროპის უძველესი მთის წარმონაქმნები — ურალის მთების ქედები, მათ შორის,  რესპუბლიკის უმაღლესი მწვერვალი — მთა იამანთაუ; სამი სახელმწიფო ნაკრძალი ("შულგან-ტაში", ბაშკირსკის ნაკრძალი, სამხრეთ ურალის ნაკრძალი) და ეროვნული ბუნებრივი პარკი ("ბაშკირია").[4]

რესპუბლიკაში მრავალი განსხვავებული ხასიათისა და სირთულის მარშრუტებია: სპორტული ჯომარდობა, სამთო ერთდღიანი და მრავალდღიანი მარშრუტები, ველო ბილიკები, ბუნებრივი კლდეები კლდეზე ცოცვისთვის, მოსახერხებელი ბილიკები ცხენოსნობისთვის.

ტბებსა და წყალსაცავებზე მოქმედებს ათობით ტურისტული ბაზა და სანატორიუმი.

პალეოლითის ეპოქის კლდის ნახატები კაპოვას გამოქვაბულში (შულგან-ტაში) .

ამჟამად ბაშკირეთში ფუნქციონირებს 31 სანატორიუმი ("ასი", "ტალკასი", "იანგან-ტაუ", "კრასნოუსოლსკი", "ჩეხოვო" და ა.შ.), რომელთაგან თითოეულს აქვს სამკურნალო წყლების და ტალახის უნიკალური წყაროები,  კუმისის მკურნალობის, ჰიპოთერაპიის მიმართულებებით და ა.შ.

სათხილამურო კურორტები მდებარეობს აბზაკოვოში, ბანომის ტბაზე და სხვა ადგილებში.

უნიკალური გამოქვაბულებია: შულგან-ტაში პალეოლითის ეპოქის კლდის მხატვრობით, სალავატსკაიას გამოქვაბული და ა.შ.

ირემელის მთების მასივი წმინდა ადგილად ითვლება. შიხანის მთები: ტრათაუ, შახთაუ, იურაქთაუ და კუშთაუ კირქვის კლდეებისგან შექმნილი ყოფილი მარჯნის რიფებია.

პავლოვის წყალსაცავი ზამთარში და ზაფხულში ექსტრემალური დასვენების შესაძლებლობებს იძლევა. რესპუბლიკაში უამრავ ტურისტს იზიდავს ჩანჩქერები ატიში, გადელშა, შარლამა და სხვა.[5]

ბაშკირეთში მოქმედებს მართლმადიდებლური ეკლესიები და მონასტრები, მრავლადაა მართლმადიდებელ მორწმუნეთა პილიგრიმობის ადგილები.მუსლიმური მეჩეთები, მათ შორის სუფიური მეჩეთი კანტიუკოვკაში, მორწმუნე მომლოცველებისთვის.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთში განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა სასტუმროების, ტურისტული კლუბების, ავიაციის, საავტომობილო, წყლის, საცხენოსნო ტრანსპორტის, მთის კურორტებზე და სათხილამურო ზონებში საბაგირო გზების სახით.[6] [7] [8]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Атлас туристических ресурсов Республики Башкортостан. Уфа: УГАЭС, ГУП РБ «Уфимский полиграфкомбинат», 2007. 276 с.
  • Башкортостан. Природы край бесценный. Уфа, 2004.ISBN 5-87691-024-4
  • Гареев Э. З. Геологические памятники природы. Уфа, 2004.
  • Жемчужины природы Башкортостана. — Уфа, 2000.
  • Золотое кольцо Башкортостана. Рекламный проспект. — Уфа: Информреклама, 2004.
  • Кудряшов И. К. Подземные дворцы Башкирии / И. К. Кудряшов, В. Н. Климец.- Уфа, 1984.
  • Максютов Ф. А. Комплексные памятники природы Башкирии / Ф. А. Максютов, Е. В. Кучеров, И. М. Япаров. — Уфа, 1993.
  • Национальный музей Республики Башкортостан: Люди. События. Факты. — Уфа, 1999.
  • Нигматуллина И. В. Старая Уфа: Историко-краеведческий очерк / И. В. Нигматуллина. — Уфа, 2004.
  • Памятники Отечества. Альманах, № 38 (2, 1997). (Уфа, Стерлитамак, Бирск, Белебей, Белорецк).
  • Реестр особо охраняемых природных территорий Республики Башкортостан. Уфа, 2006.
  • Республика Башкортостан — путеводитель. — Уфа: Скиф, 2010. — 264 с.
  • Синенко С. Г. Город над Белой рекой. Краткая история Уфы в очерках и зарисовках. 1574—2000 / С. Г. Синенко. — Уфа, 2002.
  • Узиков Ю. А. Исторические памятники Уфы / Ю. А. Узиков.- Уфа, 1999.
  • Ширгазин А. Р. Православные храмы Башкирии: история и архитектура. Каталог-справочник / А. Р. Ширгазин. — Уфа, 1995.
  • Экономика Башкортостана: Учебник для вузов и ссузов / Под общ. ред. Х. А. Барлыбаева, 2-е изд., перераб. и доп. Уфа, 2003. 563 с. გვ. ISBN 5-85051-268-3
  • Газета "Выбор" №118-119 (10044-10045) от 11.08.2015. Статья "Край тысячи озёр".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Агентство по туризму Республики Башкортостан | Главная. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-28. ციტირების თარიღი: 2013-10-13.
  2. Статья в Башкортостан: краткая энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-05. ციტირების თარიღი: 2013-10-13.
  3. Museum of tourism of Bashkiria (sports tourism). ციტირების თარიღი: 2013-10-19
  4. Наша Версия в Башкирии. Не нужен нам берег турецкий!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-02. ციტირების თარიღი: 2015-01-14
  5. Паломнический отдел приглашает в поездки к православным святыням Башкортостана. | Уфимская епархия Русской Православной Церкви (МП). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-10-13.
  6. Главная. ციტირების თარიღი: 2013-10-13
  7. https://ufa.rbc.ru/ufa/18/04/2019/5cb846d19a794727ccc30833 დაარქივებული 2023-03-31 საიტზე Wayback Machine. В Башкирии гастротуризм перспективно развивать в связке с этнотуризмом
  8. Краеведческий туристический маршрут «Башкирская кругосветка» ждет энтузиастов. ციტირების თარიღი: 2018-07-16