ბაშკირეთის ტბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაშკირეთის ტბები — ბაშკირეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ტბის ერთობლიობა.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაშკირეთში 2 200-ზე მეტი დიდი და პატარა ტბაა.[1] ტბათა დაახლოებით 75 % განფენილია რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში არსებულ ვაკეებზე. დაახლოებით 700 ტბას აქვს წყალეროზიული წარმოშობა, ანუ ჭალის ტიპისაა. ტბები მდინარეების აუზების მიხედვით განლაგებულია შემდეგნარიად:

  • მდინარე ბელაიის აუზის მიხედვით — დაახლოებით 73 %;
  • მდინარე დიომის აუზის მიხედვით — 12 %;
  • მდინარე იქის აუზის მიხედვით — 8 %;
  • მდინარე უფის აუზის მიხედვით — 7 % და ა.შ.

უმსხვილესი ტბები განლაგებულია ურალისწინა ვაკეებზე: ასლიქოლი, ქანდრიქოლი (კარსტულ-ჩანაქცევი წარმოშობის), ბელოე (აქოლი), იალანქოლი და სხვა. ბაშკირეთის ამიერურალში — ურგუნი, დიდი უჩალი, ყარაგაილი, უზუნქოლი, იაქთიქოლი (ბანოე), სურტანდი, ჩებარქოლი, ათავდი, იაუგული (ქულთუბანი), მულდაქოლი (მლაშე), თალქასი და სხვა (ტექტონიკური წარმოშობის). მათგან გამდინარე ტიპს მიეკუთვნება ტბა ბელოე; გაუდინარს — ათავდი, მულდაქოლი, იაუგული; დანარჩენი ტბები გამდინარე და პერიოდულად გამდინარეა.

ბაშკირეთში არსებული ტბების დიდი ნაწილი ევტროფულია, ტბა ბანოე ოლიგოტროფული.

ტბები ბელოე (აქოლი), ქანდრიქოლი, ყარაგაიქოლი, კიეშკი, მულდაქოლი, სარვინი, სოსნოვოე, თათიში, თუგარ-სალგანი, უპკანქოლი, უპკანიქოლი, ურგუნი, შამსუტდინი, შინგაქოლი წარმოადგენენ ბუნების ძეგლებს. ტბა ასლიქოლის ირგვლივ შექმნილია ბუნების პარკი „ასლიქოლი“[2].

დიდი ტბების მახასიათებლები[3][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება სარკის ფართობი (კმ²) აუზის ფართობი (კმ²) წყლის დონის აბსოლუტური ნიშნული (მ) მოცულობა (მლნ. მ³) საშუალო სიღრმე (მ) მაქსიმალური სიღრმე (მ) სიგრძე (კმ) საშუალო სიგანე (კმ) სანაპირო ხაზის სიგრძე (კმ)
ასლიქოლი 23,5 106,0 204,0 119,0 5,1 8,0 7,1 3,31 20,5
ქანდრიქოლი 15,6 67,1 164,0 112,7 7,2 15,6 6,5 3,38 17,2
ჩებარქოლი 10,0 369,0 381,0 20,4 2,0 3,5 5,1 1,96 15,4
ურგუნი 9,2 39,1 514,0 47,6 5,2 7,7 4,4 1,89 15,2
ბელოე 8,8 გამდინარი 101,0 34,5 3,9 11,0 6,1 1,43 15,8
ათავდი 8,3 69,8 406,0 28,6 3,4 6,5 4,0 2,08 12,2
ბანოე 7,7 43,9 438,0 81,7 10,6 28,0 4,0 1,89 11,2
სურტანდი 7,4 57,8 407,0 90,7 2,8 4,0 4,6 1,61 11,4
კულტუბანი 7,2 88,5 371,3 30,2 4,2 5,1 3,2 2,18 11,0
მულდაქოლი 6,2 49,6 406,0 13,1 2,1 2,5 3,1 2,00 8,7
უზუნქოლი 4,6 36,5 498,0 9,2 2,0 4,1 4,5 1,21 11,5
თალქასი 4,2 25,6 548,5 18,9 4,5 12,0 4,0 0,99 9,3
ყარაგაილი 3,8 22,0 518,0 12,0 3,2 4,0 2,4 1,51 8,1
დიდი უჩალი 3,1 23,5 511,0 8,0 3,3 5,5 3,0 1,11 8,3
ყარაბალიქთი 2,6 18,3 421,0 9,1 3,5 6,0 2,1 1,23 6,2
მიგილე 2,6 12,0 510,0 9,4 3,6 5,3 1,5 1,68 4,6
საბაქთი 2,4 9,6 437,0 7,2 2,9 6,0 2,3 2,37 5,8
სამხრეთი ულიანდი 2,3 13,1 422,0 6,4 1,7 2,3 2,3 1,00 5,0
ჩრდილოეთი ულიანდი 2,2 6,4 413,0 4,8 2,2 3,5 2,2 1,00 5,6
კალკანი 1,8 9,0 511,5 5,1 2,9 4,7 2,6 0,65 7,8

ზოგიერთი ფაქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაშკირეთში არსებული ყველაზე დიდი ტბა, როგორც წყლის მოცულობით ისე სარკის ფართობით არის ტბა ასლიქოლი. ტბის სიგრძე შეადგენს 7,1 კმ, ხოლო სიგანე — 3,3 კმ. ტბის საშუალო სიღრმე — 5,3 მ.
  • ბაშკირეთში არსებული უღრმესი ტბაა იაქთიქოლი. სიღრმე აღწევს 28 მეტრს; ტბის საშუალო სიღრმე — 11 მეტრი.[4]
  • ბაშკირეთში არსებული ყველაზე მარილიანი ტბაა მულდაქოლი.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гареев А. М. Озёра.// Башкортостан: краткая энциклопедия. — Уфа: Башкирская энциклопедия, 1996. — С. 447. — 672 с. — ISBN 5-88185-001-7.
  • Атлас туристических ресурсов Республики Башкортостан. Уфа, 2007. 276 с.
  • Балков В. А. Водные ресурсы Башкирии. Уфа, 1978.
  • Гареев А. М. Реки, озёра и болотные комплексы Республики Башкортостан. Уфа, 2012.
  • Синенко С. Г. Уфа старая и новая. — Уфа: Государственное республиканское издательство «Башкортостан», 2007. — 272 с.
  • Черняева Л. Е. и др. Гидрология озёр. Л., 1977.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гареев А. М. Озёра.// Статья в Башкирской энциклопедии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  2. Гареев А. М., Хайретдинов С. С., Япаров И. М. Природный парк «Асылыкуль»// Статья в Башкирской энциклопедии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-20. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  3. Площадь зеркала более 1 км².
  4. Водоёмы Башкортостана — Рыболовный магазин «Дельфин» — г. Уфа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-26. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
  5. Гареев А. М. Мулдаккуль.// Статья в Башкирской энциклопедии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-01. ციტირების თარიღი: 2016-11-08.