შინაარსზე გადასვლა

ბაღდადური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაღდადური — ქართული ქალაქური ცეკვა. აღმოცენდა XIX საუკუნის II ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე — ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო ძველებური ქართული გლეხური ცეკვა ბუქნა, ხტომითი მოძრაობები, პანტომიმის ელემენტები. სრულდება ნელი ტემპით. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა „ძველი თბილისის სურათები“ (ქორეოგრაფი ირაკლი ბაგრატიონი). ბაღდადური გამოიყენა კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძემ ოპერაში „ქეთო და კოტე“. მუსიკალური ზომა 6/8.