ბაღდადის ალყა (1258)
ბაღდადის ალყა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მონღოლთა დაპყრობების ნაწილი | |||||||||
![]() | |||||||||
| |||||||||
მხარეები | |||||||||
![]() |
![]() | ||||||||
მეთაურები | |||||||||
![]() ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() | ||||||||
ძალები | |||||||||
120-150,000 მებრძოლი | 50,000 მებრძოლი | ||||||||
დანაკარგები | |||||||||
უმნიშვნელო | 50,000 ჯარისკაცი არაბული წყაროების მიხედვით 2 მილიონი სამოქალაქო პირი [1] | ||||||||
ვიკისაწყობი ![]() |
ბაღდადის ალყა — სამხედრო კონფლიქტი მონღოლეთის იმპერიასა და აბასიანთა სახალიფოს შორის. წარიმართა 1258 წელს, 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე. ხალიფა ალ-მუსთასიმის უარმა ხარკის გადახდაზე დიდი ყაენის, მუნქეს განრისხება გამოიწვია. მისი ძმა, ჰულაგუ 1255 წლიდან ირანის დასამორჩილებლად იბრძოდა, 1256 წელს ისმაილიტების განადგურების შემდეგ კი მუნქესგან აბასიანების დაპყრობის ბრძანება მიიღო.
მონღოლები 1257 წლის მიწურულს, ევფრატის გადალახვით ერაყის ჩრდილოეთს მიადგნენ. მათ მრავალრიცხოვან არმიაში ირიცხებოდნენ საქართველოს, კილიკიის სომეხთა სამეფოსა და ანტიოქიის სამთავროს მეომრები. 1258 წელს, თითქმის ორკვირიანი ალყის შედეგად მონღოლებმა აბასიანთა დედაქალაქი, ბაღდადი აიღეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ჰულაგუმ პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის დარბევასა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში. [2] მისი ბრძანებით 1258 წლის 20 თებერვალს, უკანასკნელი აბასიანი ხალიფა, ალ-მუსთასიმი ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ქალაქი ძლიერ დაზარალდა, მოიშალა სარწყავი სისტემა, დაინგრა უამრავი მეჩეთი, შენობა, ფანტანი, ასევე ცნობილი ბიბლიოთეკა — სიბრძნის სახლი, რომელიც ჯერ კიდევ ჰარუნ არ-რაშიდის დროიდან არსებობდა. [3]
ჰულაგუ-ხანმა თითქმის 150 ათას კაციანი არმია მალევე დაძრა სირიისკენ, ხოლო 3,000 მონღოლი დატოვა დაპყრობილი ქალაქის აღსადგენად. ბაღდადის აბასიანთა სახალიფომ არსებობა შეწყვიტა და თავდაპირველად მონღოლთა იმპერიის, ხოლო 1261 წლიდან ჰულაგუიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Amitai-Preiss, Reuven. 1998. Mongols and Mamluks: The Mamluk-Ilkhanid War, 1260–1281 (first edition). Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-46226-6.
- ibid. 2006. Croisades et Croisés au Moyen-Age. Paris: Groupe Flammarion.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ The different aspects of Islamic culture: Science and technology in Islam, Vol.4, Ed. A. Y. Al-Hassan, (Dergham sarl, 2001), 655.
- ↑ Matthew E. Falagas, Effie A. Zarkadoulia, George Samonis (2006). "Arab science in the golden age (750–1258 C.E.) and today", The FASEB Journal 20, pp. 1581–1586.
- ↑ Coke, Richard (1927). Baghdad, the City of Peace. London: T. Butterworth. p. 169