ბაღაბერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაღაბერდი
Բաղաբերդ

ბაღაბერდის ციხე
მდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სტატუსი ციხე
მასალა ქვა
ბაღაბერდი — სომხეთი
ბაღაბერდი
ბაღაბერდი ვიკისაწყობში

ბაღაბერდი (სომხ. Բաղաբերդ) — IV-XII საუკუნეების ციხესიმაგრე სომხეთში. მდებარეობს მაღალ ჭიუხებზე მდინარე ვოღჯის მახლობლად. 14 კილომეტრითაა დაშორებული სოფელ კაპანიდან, სიუნიქის პროვინციაში. ბაღაბერდი ზღვის დონიდან 1438 მეტრზეა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშენებულია IV საუკუნეში მეფე ბაღაკის მიერ. სტეფანოს ორბელიანის სიუნიქის პროვინციის ისტორიის მიხედვით მე-4 საუკუნის შუა რიცხვებში სიუნიქის მემკვიდრე პრინცი ანდოვიკი თავს დაესხა და გაძარცვა სპარსეთის ერთ-ერთი ქალაქი. მაშინ, როცა სასანიანების მეფე შაპურ II ჰუნებთან იყო საბრძოლველად. მეფე შაპურ II აღაშფოთა მომხდარმა. პრინცის დასამარცხებლად და სიუნიქისაკენ დაიძრა. პრინცი ანდოვიკი ბაღაბერდში გამაგრდა. ანდოვოკმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და კონსტანტინოპოლში გაიქცა. აქ თეოდოსიუს I დიდი პატივით შეხვდა. სწორედ ამ პერიოდში იხსენიება სიმაგრე პირველად.

1103 წელს კაპანის დაცემის შემდეგ ბაღაბერდი სიუნიქის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1170 წელს თურქ-სელჩუკებმა ციხესიმაგრე გაანადგურეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბაღაბერდის მდებარეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 2015-10-10.