ბაქსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქსელი — არის აზერბაიჯანში GSM, UMTS და LTE სტანდარტის მობილური ოპერატორი. ის არის პირველი მობილური ოპერატორი, რომელმაც ოპერაციები დაიწყო ამ ქვეყანაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Bakcell დაარსდა 1994 წელს და გახდა პირველი კომპანია, რომელმაც უზრუნველყო მობილური მომსახურებები ქვეყანაში. თავდაპირველი სახელი იყო „Bakcell Motorola“. კომპანია მოიცავს მოსახლეობის 95%-ზე მეტს და ქვეყნის 82%-ს. მთლიანი ქსელი ოპტიმიზებულია EDGE ტექნოლოგიით, მაღალი სიჩქარის ინტერნეტით მომსახურების უზრუნველსაყოფად.

დღეს 2000-ზე მეტი სადგური უზრუნველყოფს კომუნიკაციის ხარისხს მთელს ქვეყანაში, მათ შორის მიუწვდომელ რეგიონებშიც კი. სწორედ ამ მუშაობის წყალობით, აქტიური აბონენტების რიცხვი 2.5 მილიონს აღემატება და ეს რიცხვი კვლავ იზრდება.

2009 წელს კომპანიას კასპიის ინტეგრაციის ბიზნეს კლუბის მიერ დასახელდა წლის სატელეკომუნიკაციო კომპანიად. 2010 წლის მარტში, ბაკსელს მიენიჭა აზერბაიჯანის ეროვნული ჯილდო, როგორც აზერბაიჯანის „ყველაზე სწრაფი მზარდი კომპანია“. 2010 წელს, ბაკსელს მიენიჭა პრიზები ნომინაციაში „წლის ტექნოლოგიის ლიდერი“ და „წლის CSR ლიდერი“ აზერბაიჯანული ბიზნეს ასოციაცის მიერ. Bakcell არის აზერბაიჯანის ეკონომიკის ერთ–ერთი უდიდესი ინვესტორი და ახორციელებს აქტიურ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამას გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად.

ბალანსის შევსება შესაძლებელია ფულადი ბარათების ხარჯზე, სპეციალურ საგადახდო პუნქტებში ან ბანკებში და მათ ბანკომატებში. კლასისა და ოქროს ტარიფებში კომპანიის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ ზარები და შეტყობინებები, ისარგებლონ ინტერნეტით, როუმინგული და კომპანიის მიერ შემოთავაზებული სხვა სერვისებით. Bakcell-ს როუმინგული სერვისები აქვს 211 ოპერატორის დახმარებით მსოფლიოს 120 ქვეყანაში.

ბაქსელი და მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-2018 წლების პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, Bakcell იყო როგორც მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ოფიციალური სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო პარტნიორი დსთ-ს ქვეყნებში.

ის თავაზობდა ექსკლუზიური შინაარსის ფართო სპექტრს ამ გუნდის გულშემატკივრებსა და ქვეყანაში 3 მილიონზე მეტ Bakcell აბონენტს. Bakcell პირველი აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელიც პარტნიორობდა ცნობილ საფეხბურთო კლუბთან.

ბაქსელი აქტიურადაა ჩართული სპორტის ამ სახეობაში, სწორედ ამ კომპანიის სახელს ატარებს ნეფთჩი ბაქოს სტადიონი, რომელიც დაახლოებით 15000 ადამიანს იტევს. სტადიონი აშენდა 2013 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]