თამარ ბაქრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, თამარ)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.
თამარ ბაქრაძე
დაბ. სახელი თამარ ბაქრაძე
დაბ. თარიღი 29 დეკემბერი, 1907
ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 18 ივნისი, 1995 (87 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

თამარ ივანეს ასული ბაქრაძე (დ. 29 დეკემბერი, 1907, სოფელი ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ― გ. 18 ივნისი, 1995, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ორივე 1930 წელს); 1930–1967 წლებში რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს როლები: ამალია (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), ლიდია კოვალი (ალექსანდრე კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), ემილია (უილიამ შექსპირის „ოტელო“), კრუჩინინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), კნეინა ჩიტუნია (შალვა დადიანის „გუშინდელი“), ქეთევან დედოფალი (სანდრო შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე“), ზეინაბი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ოთარაანთ ქვრივი (ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სანათა (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), გერტრუდა (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვა. 1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]