ვალერიან ბაქრაძე (რევოლუციონერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, ვალერიან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.

ვალერიან ტარასის ძე ბაქრაძე (პარტიული ფსევდონიმი „ჟელეზნი“; დ. 1886, სოფ. დარკვეთი, შორაპნის მაზრა ― გ. 1908, ქ. ყაზვინი) ― რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს. მონაწილეობდა ქუთაისის მოსწავლეთა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში (1903-1904). იყო რსდმპ კავკასიის კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის პროპაგანდისტთა კოლეგიის წევრი და მუშაობას ეწეოდა ბაღდათისა და ჭიათურის სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციებში. 1905 წელს მონაწილეობდა ჭიათურის მუშათა და გლეხთა რევოლუციურ ბრძოლებში. შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გაემგზავრა ბაქოში, სადაც ასრულებდა პარტიის პასუხსაგებ დავალებებს (არალეგალური სტამბის მოწყობა, რევოლუციური ლიტერატურის გავრცელება და სხვა). 1908 წელს ბაქრაძე მონაწილეობდა ირანის რევოლუციაში. ერთ-ერთი შეტაკების დროს იგი შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში (ბიოგრაფიების კრებული), თბ., 1961;