შინაარსზე გადასვლა

ბაქოს ფუნიკულიორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქოს ფუნიკულიორი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
გახსნა 5 მაისი, 1960
Map

ბაქოს ფუნიკულიორი (აზერ. Bakı funikulyoru) — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მოქმედი ფუნიკულიორი, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფუნიკულიორს ქვეყანაში.

ბაქოს ფუნიკულიორი ალიშ ლამბარანსკის ინიციატივით აშენდა და 1960 წლის 5 მაისს გაიხსნა. საბჭოთა კავშირის დროს ფუნიკულიორის მატარებლები სპეციალურად უკრაინაში, ხარკივში დაამზადეს და ჩამოიტანეს.

ფუნიკულიორს სულ ორი სადგური გააჩნია, სადაც ერთი „ბაჰრამ გური“ და მეორე „შაჰიდების ხეივანია“. სადგურებს შორის მანძილი 455 მეტრია. ფუნიკულიორი, რომელიც მხოლოდ 2 ვაგონით მოძრაობს, წამში 2,5 მეტრ სიჩქარეს ავითარებს და ერთი სადგურიდან მეორემდე 4 წუთში ჩადის. ვაგონებს შორის ინტერვალი 10 წუთს, მგზავრობის ღირებულება კი ამჟამად 1 მანათს შეადგენს.[1] 2012-2017 წლებში ფუნიკულიორი 4 უფასოდ ემსახურებოდა მგზავრებს.[2] ფუნიკულიორს საათში საშუალოდ 2 ათასი მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ბაქოს ფუნიკულიორი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განახლდა.

1980-იანი წლების ბოლოს, ავარიულ მდგომარეობაში ყოფნის მოტივით იგი დაიხურა და 2001 წლის ბოლოს გაიხსნა.[3] 2001-2007 წლებში იგი ორჯერ საფუძვლიანად რეკონსტრუქცია გაიარა. 2007 წლის განახლების შემდეგ, ვაგონების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაური მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. 2011 წლის აპრილში იგი კვლავ რეკონსტრუქციისთვის დაიხურა.[4] 2012 წლის 23 მაისს, კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციის შემდეგ კვლავ გაიხსნა.[5] 2018 წლის ნოემბერში სარემონტო ღონისძიებების გამო კვლავ დაიხურა.[6] 2020 წლის მარტში კი პანდემიის გამო 21 თვით ფუნქციონირება შეაჩერა.[7] ამჟამად მუშაობს.

  1. Bakı funikulyorunun rəngi dəyişdirilir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28.
  2. Bakı funikulyoru pullu oldu – VİDEO az (2017-01-18). ციტირების თარიღი: 2024-01-09
  3. Bakı Funikulyoru yenə də qəzalı vəziyyətdədir.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-20. ციტირების თარიღი: 2025-04-19.
  4. Bakı funikulyoru yenidən qurulur.
  5. İlham Əliyev Bakı Funikulyorunun, Dənizkənarı Milli Parkda abadlıq işlərinin gedişi, Dövlət Bayrağı Meydanının yaxınlığında yeni iaşə obyektləri ilə tanış olmuşdur.. president.az.
  6. Bakı funikulyoru yenidən istifadəyə verildi - FOTO az (2018-11-01). ციტირების თარიღი: 2024-01-09
  7. Bakı funikulyorunun fəaliyyəti bərpa edilib az (2021-12-16). ციტირების თარიღი: 2024-01-09