ბაქოს ბულვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაქოს ბულვარი

ბაქოს ბულვარი (აზერ. Dənizkənarı Milli Park, ასევე ცნობილი როგორც ეროვნული პარკი) — 1909 წელს ბაქოს სანაპიროს პარალელურად დაარსებული ესპლანადა.[1] ბულვარის ისტორია იწყება ბაქოს ნავთობბარონების მიერ კასპიის ზღვის გასწვრივ სასახლეების მშენებლობით.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ბულვარი XX საუკუნის დასაწყისში

ბაქოს ბულვარი გადაჭიმულია კასპიის ზღვის სამხრეთი ყურის პარალელურად.[2][3] პარკი ბაქოს თავისუფლების მოედნიდან იწყება და ქალაქის ძველ ნაწილამდე გრძელდება. 2012 წელს ახალი ბულვარი 3.75 კმ-ით დაგრძელდა და სახელმწიფო დროშის მოედნამდე გადაიჭიმა.[4] 215 წელს პარკს აღმოსავლეთით 2 კმ-ის სიგრძის თეთრი ბულვარი დაემატა და საერთო ჯამში, ბიბიჰეიბათის ჩათვლით, 26 კმ-ის სიგრძის გახდა.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულვარი მუნიციპალური სამებაღეო კომისიის ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში ბიბი-ეიბათის ნავთობით მდიდარი სივრცეების დასაკავშირებლად დაარსდა.[2]

1900 წელს მუნიციპალიტეტის სამებაღეო საბჭომ ზღვის სანაპიროს გასწვრივ ხეებისა და ბუჩქების დარგვა გადაწყვიტა. პოლონელმა ინჟინერმა, ქაზიმიერზ სკურევიჩმა 20 მეტრის სიფართის სანაპირო ზოლი შექმნა იმ მცენარეთათვის, რომლებიც ბაქოს ძალიან ცხელ, მშრალ და ქარიან კლიმატს უძლებდნენ.

ბაქოს ბულვარი დღეს

1909 წელს ბაქოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამად ჰასან ჰაჯინსკიმ პარკი 60 000 რუბლის ღირებულების პროექტით კიდევ უფრო გააფართოვა.[6] პარკი ჩრდილოეთით გაფართოვდა და გამიზნული იყო ახალი საშუალო კლასის დასვნეებისთვის. საუკეთესო დიზაინის შესარჩევად, ჰაჯინსკიმ ბაქოს არქიტექტორთა შორის შეჯიბრი გამართა. იმ პერიოდში არქიტექტორთა უმრავლესობა ბაქოს ნავთობბარონებისთვის სასახლეების მშენებლობით იყო დაკავებული, რის გამოც ჰაჯინსკის მხოლოდ სამმა არქიტექტორმა წარუდგინა გეგმა. გამარჯვებულ პროექტს „ვარსკვლავი“ ერქვა და აბანოებს, მდიდრულ რესტორნებსა და 12 პავილიონს მოიცავდა.

XX საუკუნის დასაწყისამდე გამზირის ერთ მხარეს სასახლეები იყო აშენებული, ხოლო მეორე მხარეს სანაპირო ესაზღვრებოდა. გამზირზე ხეები არ იყო დარგული. ნიადაგის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტონობით ნაყოფიერი მიწა გადმოიტანეს. მაქოს მერმ, რ. რ. ჰოვენმა, რომელსაც მდიდრი მეწარმეები უჭერდნენ მხარს, 1880-იან წლებში ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირანიდან ბაქოს ნავსადგურებში შესულ ყველა გემს ნაყოფიერი მიწა უნდა ჩაეტანა. ეს იყო „გადასახადი“ ბაქოს ნავსადგურებით სარგებლობისა და ნავთობით დატვირთვის უფლების მოსაპოვებლად. მცირე ხანში საკმარისი რაოდენობის მიწა დაგროვდა.

1910-იან წლებში ბულვარი SOCAR-ის წრიდან „Phenomenon“-მდე (არქიტექტორი იოზეფ პლოშკო, 1912) გადაიჭიმა.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს საპარაშუტო ანძა

საბჭოთა პერიოდში ბულვარში მდებარე კაზინო თოჯინების თეატრად გადაკეთდა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. მალე ბულვარი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურამდე გადაიჭიმა.

1936 წელს ბულვარში საპარაშუტო კოშკი აიგო. 1960-იან წლებში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოშკიდან პარაშუტით გადმოხტომა აიკრძალა. დღეისთვის კოშკი ბულვარის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.[7]

ბულვარში მდებარე ბაქოს საბანაო სახლი ყურეში დაბინძურებული წყლისა და ცუდი მოვლის გამო 1950-იან წლებში დაიკეტა. 1950-1060-იან წლებში ბულვარში კაფეები, საზაფხულო კინოთეატრი და სხვა დასასვენებელი ადგილები გაიხსნა.[6] 1970-იან წლებში ბულვარი როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით გაფართოვდა.[6] 1980-იან წლებში პარკს არასწორად მართავდნენ და ცუდად უვლიდნენ. მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ ზღვის დონემ მოიმატა და პარკის ბუჩქებისა და ხეების ნაწილმა წყლის მარილიანობის გამო კვდომა დაიწყო. დღეისთვის, კასპიის ზღვის დონე იკლებს.[8]

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის გადაწყვეტილებით ბულვარი ეროვნულ პარკად გამოცხადდა. სტატუსმა კასპიის ზღვის ნავთობით მდიდარი სივრცეების ნავთობით დაბინძურებული ადგილების გაწმენდასა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას შეუწყო ხელი.[9][10] 2009 წლისთვის ბულვარის გასართობ პარკში 28 გასართობი ატრაქციონი იყო. უსაფრთხოების მიზნით ძველი კრუსელები ახალი იტალიური და გერმანული კარუსელებით ჩაანაცვლეს.[11]

2008 წელს საპარაშუტო კოშკი განახლდა და ამჟამად ქარის სიჩქარეს, დროს, თარიღსა და ჰაერისა და წყლის ტემპერატურას აჩვენებს.[12]

ბულვარის ტერიტორიაზე გასართობი პარკი, იახტ-კლუბი, მუსიკალური შადრევანი და არაერთი ძეგლი მდებარებს. მისი დარსებიდან 100 წლისთავი 2009 წელს აღინიშნა, თუმცა ბულვარის დაარსების ზუსტი თარიღი დაუდგენელია.[13]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ბულვარის მრავალგანყოფილებიანი სავაჭრო ცენტრი

2010 წელს ბაქოში შოპინგისა და დასასვენებელი ტურიზმის სამთავრობო საჯარო-მმართველობითი პოლიტიკის ფარგლებში ესპლანადაზე მრავალგანყოფილებიანი სავაჭრო ცენტრი, ბაქოს ბიზნეს ცენტრი და ხუთგანზომილებიანი კინოთეატრი გაიხსნა.[14]

2011 წელს ევროვიზიის სიმღრის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, 2012 წელს ბაქოს ბულვარი სახელმწიფო დროშის მოედნამდე გაფართოვდა. 2011 წლის მაისამდე სახელმწიფო დროში მოედანზე აღმართული აზერბაიჯანის დროშის ბოძი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო.[15] სახელმწიფო დროშის მოედანზე მდებარე ბაქოს შუშის დარბაზში გაიმართა 212 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი.

2014 წელს ბულვარის ახალ განყოფილებაში 60 მეტრიანი ბაქოს ეშმაკის ბორბალი გაიხსნა.[16] იმავე წელს აშენდა აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი.[17] 2015 წელს ბულვარის ტერიტორიაზე ქვის დამწერლობის მუზეუმი, XX-XXI საუკუნის აზერბაიჯანული მხატვრობის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი გაიხსნა.[18] იმავე წელს საწყლოსნო სპორტების სასახლისა და თეთრი ქალაქის ბულვარის გახსნის ცერემონია გაიმართა. 2016 წელს ბულვარში პირველად ღია ცის ქვეშა კინოთეატრი გაიხსნა.[19]

ბულვარი საჯარო შეხვედრების, კულტურული ყრილობების, დღესასწაულების, ცერემონიების, პარადებისა და კონცერტების მთავარი ადგილია. უკანასკნელ ხანებში ბაქოს ბულვარი ახალი წლის აღსანიშნავ უმთავრეს ადგილად იქცა.[20]

ბულვარის ზღვისპირა ოფისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2018 წლის 10 იანვრის ბრძანების შესაბამისად, ბულვარის ბუნებრივი ლანდშაფტის, ისტორიული იერსახის შენარჩუნების, დლორით მდიდარი სივრცის განვითარების, ბულვარის დაცვისა და სოციალური და კულტურული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად მინისტრთა კაბინეტის მეთვალყურეობის ქვეშ ბულვარის ზღვისპირა ოფისი დაარსდა.[12] 2016 წლის იანვრიდან ოფისის ხელმძღვანელი ილგარ მუსტაფაიევია.[21]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილე აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bakı Bulvarı: 100 yaşdan sonra nə dəyişib?, Azadlıq Radiosu, 26 November 2011, Retrieved 4 May 2012
  2. 2.0 2.1 Seaside Boulevard: A Glimpse Back Through History
  3. Park Bulvar (Boulevard)
  4. {{cite web|title=National park to be extended u[[ntil Eurovision song contest|url=http://news.az/articles/eurovision/40857%7Cpublisher=news.az%7Caccessdate=22 July 2011}}
  5. National park to double in area
  6. 6.0 6.1 6.2 Dənizkənarı Milli Biznes-Park (აზერბაიჯანული)
  7. Aliyeva, Kamilla. Новый облик парашютной вышки на Бульваре. Nedelya.az. ციტირების თარიღი: 24 January 2011.
  8. Seaside Boulevard: A Glimpse Back Through History by Fuad Akhundov. Azerbaijan International magazine, Summer 2000 (8.2)
  9. Beautifying the Bay:New Environmental Project Launched
  10. Prezident Dənizkənarı milli parkda yenidənqurma işlərinin gedişi ilə tanış olub (აზერბაიჯანული)
  11. Для Приморского бульвара будут закуплены карусели в Италии и Германии (რუსული)
  12. 12.0 12.1 History Azerbaijani. ციტირების თარიღი: 9 May 2017
  13. Приморский бульвар в Баку отмечает 100-летний юбилей(რუსული)
  14. 5D cinema opens on Baku's seafront boulevard. news.az. ციტირების თარიღი: 24 January 2011.
  15. Azerbaijan: Baku welcomes the world's highest flag… and a strong wind. Globalvoicesonline. ციტირების თარიღი: 1 December 2010.
  16. Ilham Aliyev attended the opening ceremony of a modern observation wheel in the new boulevard section of the National Seaside Park
  17. Nigar Orujova. New carpet museum opens in Baku. Azernews. 27 August 2014. Retrieved 29 January 2015.
  18. Chronology. ციტირების თარიღი: 9 May 2017
  19. Open-air theater launched in Baku. 12 August 2016. Retrieved 14 August 2016.
  20. New attractions opened in Baku Boulevard ahead of New Year – PHOTOS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2012. ციტირების თარიღი: 24 January 2011.
  21. Leadership. ციტირების თარიღი: 10 May 2017