ბაქოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქოს ბრძოლა — სამხედრო მოქმედებები ერთი მხრივ ისლამურ არმიასა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის (მეთაური ნური ქილიგილი) და მეორე მხრივ ბაქოს კომუნის შეიარაღებულ ფორმირებებს, ხოლო მოგვიანებით ცენტრალური კასპიის დიქტატურის ფორმირებებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდა ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსი გენერალ ლაიონელ დანსთერვილის მეთაურობით[1][2], ბრძოლა მიმდინარეობდა ბაქოზე კონტროლის მიზნით[3]. ბრძოლის შედეგად ბრიტანეთის და ცენტრალური კასპიის დიქტატურის ძალებმა დატოვეს ბაქო, რომელიც გახდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი. ბაქოს ბრძოლის შემდეგ პრაქტიკულად დაემხო ცენტრალური კასპიის დიქტატურა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]