მარიამ ბაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაუერი, მარიამ)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაუერი (მრავალმნიშვნელოვანი).

მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი (დ. 29 მაისი [ ძვ. სტ. 16 მაისი], 1909, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1995, მოსკოვი, დაკრალულია თბილისში) — ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955)

1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათბდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის „კორსარი“), ზარემა (ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), თოჯინა (დელიბის „კოპელია“), ოდეტა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ტაო-ხოა (გლიერის „წითლი ზვავილი“) და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის „დონ კიხოტი“), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ინდური ცეკვა (თორაძის „გორდა“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]