ბატონის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბატონის სახლი
Барский дом
კოორდინატები 43°19′20″N 45°41′04″E / 43.322222° ჩ. გ. 45.684444° ა. გ. / 43.322222; 45.684444
მდებარეობა გროზნო, რუსეთი

ბატონის სახლი (რუს. Барский дом) — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გროზნოში. ამ სახლში 1957 წლიდან გარდაცვალებამდე, 1994 წლამდე ცხოვრობდა ჩეჩენი იურისტი, ისტორიკოსი, უფლებათადამცველი და საზოგადო მოღვაწე ძიაუდინ მალსაგოვი[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატონის სახლს უკავია მთელი კვარტალი გროზნოს ცენტრში. ერთი მხრიდან აქვს ორი, ხოლო მეორე მხრიდან სამი სართული. მესამე სართული დააშენეს 1930-იან წლებში. ნაგებობას დაგეგმარებაში აქვს კვადრატული ფორმა, შესასვლელი თაღოვანია და შედის შიდა ეზოში. შენობა გადის გრობოედოვისა და უგრიუმოვის (ყოფილი დაღესტნის) და გამარჯვების პროსპექტისა და ესამბაევის (ყოფილი რევოლუციის) პროსპექტებზე[1][2][3][4].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებობა 1923 წელს ააშენა ინგლისელმა ნავთობის მრეწველმა, რომელიც დაკავებული იყო გროზნოში ნავთობის მოპოვებით. თავდაპირველად შენობაში განთავსებული იყო კანტორები და სპეციალისტების ბინები[1][3]. მოგვიანებით ამ სახლში ცხოვრობდნენ საბჭოთა პარტიული ელიტის ოჯახები[3].

შენობა სერიოზულად დაზარალდა ჩეჩნეთის პირველი ომის დროს და თითქმის მთლიანად დაინგრა მეორე ომის დროს. 2006 წელს გროზნოს მერიამ იგი მთლიანად აღადგინა[1].

მემორიალური დაფა სახლის კედელზე

1998 წელს ფასადზე დაკივეს მემორიალური დაფა ძიაუდინ მალსაგოვის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა 1957-1994 წლებში. ჩეჩნეთის მეორე ომის პერიდში დაფა გაანადგურეს. 2012 წლის 7 აგვისტოს მალსაგოვის ქვრივის ძალისხმევით მემორიალური დაფა აღადგინეს. ახალი დაფა დაამზადა იმ ხელოსნის შვილმა, რომელმაც გაამზადა პირველი[5].

2013 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტმა შეიტანა ქალაქის ტურისტულ-საექსკურსიო მარშრუტში, როგორც გროზნოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა. ამავე წელს იგი მოინახულა 35 000-მა ტურისტმა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Элана Зубайраева. (2014-05-12) Английский «аристократ» в центре Грозного. grozny-inform.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-28.
  2. Все переименованные улицы Грозного. delovayachechnya.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-03. ციტირების თარიღი: 2017-01-29.
  3. 3.0 3.1 3.2 1923 г. Грозненские «баре» и «Барский дом». checheninfo.ru (2016-12-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-25. ციტირების თარიღი: 2017-01-28.
  4. Экскурсия по Грозному. Барский дом. Фоторепортаж. checheninfo.ru (2013-02-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-25. ციტირების თარიღი: 2017-01-29.
  5. Вазаев А.. (2012-08-10) Второе рождение мемориала. Министерство культуры Чеченской Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2015-01-24.