ბატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბატონი — ტერმინი წარმოიქმნა სიტყვიდან პატრონი, ქართული მწერლობაში მკვიდრდება XV საუკუნიდან. იგი ნიშნავს:

  • უმაღლესი სიუზერენი (მეფე) ქართულ ფეოდალურ იერარქიაში;
  • ყმა-გლეხების ფეოდალური მესაკუთრე;
  • თავაზიანი მიმართვის ფორმად.

ბატონის დაპირისპირებული ცნებაა ყმა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოს ფეოდალთა კლასმა დაკარგა ადრინდელი პოლიტიკური ორგანიზაცია და ბატონი აღარ წარმოადგენდა სიუზერენს, იგი მხოლოდ ყმა-გლეხების ფეოდალურ მესაკუთრეს ნიშნავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]