ბატონებო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„ბატონებო“ წარმართული ხანის ქართული რელიგიურ-საწესჩვეულებო ორნაწილიანი პოლიფონიური (სამხმიანი) საგუნდო სიმღერა-ვედრება. ინფექციური სენით (ყვავილი, წითელა, ქუნთრუშა) დაავადებულ ბავშვს უმღეროდნენ საწოლთან, ზეარსებათა სახით წარმოდგენილ „ყოვლის შემძლე“ ბატონებს შესთხოვდნენ ავადმყოფის განკურნებას. „ბატონებო“ მიჩნეული იყო განმკურნებელ სიმღერად. მას სხვაგვარად საბოდიშოსაც ეძახოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]