ბატაკი (დამწერლობა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბატაკიმარცვლოვანი დამწერლობა, რომელიც გავრცელებულია კუნძულ სუმატრაზე და გამოიყენება ბატაკების ტომის სხვადასხვა ენების ჩასაწერად. ენათესავება "ბალავასა" და "კავი" დამწერლობებს. იწერება მარცხნიდან მარჯვნივ. არსებობს ბატაკი დამწერლობის რამდენიმე ვარიანტი: კარო, სიმალუნგუნი, პაკპაკი, ტობა და მანდაილინგი.

ბატაკი შეიცავს ნიშნებს, რომლებიც გადმოსცემენ თანხმოვნისა და ხმოვნის ორბგერიან კომბინაციებს. გარდა ამისა, ინდური წარმოშობის სხვა დამწერლობების მსგავსად, ბატაკსაც გააჩნია დამახასიათებელი /a/ ხმოვანი, რომელიც გამოიყენება, როგორც ხმოვნის ნიშანი, ანუ "ვირამა". არსებობს განსაკუთრებული წესები ხმოვნის პოზიციისათვის სიტყვაში, როდესაც სიტყვა თანხმოვანზე ბოლოვდება.

ბატაკის თანხმოვნები და ერთადერთი ხმოვანი – ა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]