ბატაისკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბატაისკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
ბატაისკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
რაიონი ბატაისკის რაიონი
ადგილმდებარეობა ბატაისკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1857

ბატაისკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ბატაისკში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბატაისკის ღვთისმშობლის კვართის ტაძრის შესახებ პირველი ცნობები მოგვეპოვება თავად გრიგორ პოტიომკინის ჩანაწერებში. იგი წერს:

ვიკიციტატა
„სოფელი ბატაისკი - დასახლება მდინარე კოისუგთან ორივე მხარეს დიდი გზა დონის როსტოვიდან ქალაქ აზოვამდე. სოფელში ღვთისმშობლის კვართის სახელობის ხის ეკლესია. ეკლესია მშრალ ნიადაგზეა[2].“

მცირერიცხოვან წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ XX საუკუნის დასაწყისში ეკლესია მდებარეობდა იმ ადგილზე სადაც დღეს მდებარეობს № 10 ლიცეუმი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე დაიწყეს სკოლის მშენებლობა. ომის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველო სახლი გაიხსნა ოსტროვსკის ქუჩის ნომერ 31-ში, ეკლესიისთვის შეუსაბამო შენობაში. 1968 წელს სამლოცველო სახლს ცეცხლი წაუკიდეს და მთლიანად დაიწვა.

დამწვარი სამლოცველო სახლის ადგილზე ახალი ეკლესიის აგება ვერ მოხერხდა. ეკლესიის მშენებლობისთვის სხვა ადგილზე გამოიყო მიწა. ახალი ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1970-1973 წწ. შემდეგ კი მიმდინარეობდა სამუშაოები მისი კეთილმოწყობისათვის.

1994 წელს ააშენეს სამრეკლო. 1998 წლის სექტემბერში დააყენეს ცენტრალური გუმბათი და დაადგეს ჯვარი.

მშენებლობა და ტაძრის კეთილმოწყობა გრძელდებოდა მორწმუნე ადამიანების შემოწირულობებით. ამჟამად ეკლესია დაკავებულია საქვემოქმედო საქმიანობით, 30 მოსწავლეს ასწავლიან საკვირაო სკოლაში. ეკლესია ასევე აქტიურად მონაწილეობს ქალაქის საქმეებშიც[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Батайск|Покрова Пресвятой Богородицы, цекровь. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-28.
  2. Храмы Батайска. Туристическими тропами Батайска. my-bataysk.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-28.
  3. Наш храм. www.hram-pokrova.com. ციტირების თარიღი: 2017-02-28.