შინაარსზე გადასვლა

ბასკური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბასკური)
ბასკური ენა
ბასკ. Euskara[1]
ბასკ. euskara[2]
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-eu}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაბასკური ენა


"მამაო ჩვენო", ბასკური ენა. Gure aita zerukoa, agertu santu zeure izena! Etorrarazi zeure erregetza, betearazi Lurrean zeure nahia, zeruan betetzen den bezala. Emaguzu gaur egun honetako ogia eta barkatu gure erruen zorra, guk ere geure zordunei barkatu diegunez gero. Ez utzi gu tentaldian erortzen eta gorde gaitzazu gaiztoarengandik
Basque Country in Spain and France
Basque Country in Spain and France
ბასკურის კილოები

ბასკური ენა, ეუსკარული ენა (ბასკ. euskara [eus̺ˈkaɾa]) — ბასკების ენა, იზოლირებული ენაა. მისი გავრცელების არეალია ესპანეთისა და საფრანგეთის პროვინციები, რომლებიც ესაზღვრებიან ბისკაის ყურეს. მოიცავს აგრეთვე პირენეის მთების დასავლეთ ნაწილს.

ბასკური ერთადერთი შემორჩენილი ენაა, რომელზეც ლაპარაკობდა სამხრეთ-დასავლეთ ევროპის მოსახლეობა ამ რეგიონის რომანიზაციამდე. ფიქრობენ, რომ ამ რეგიონში რომის ადმინისტრაციის არამყარმა მმართველობამ გადაარჩინა ბასკური დიალექტები ლათინურის ძალმომრეობისაგან. შუა საუკუნეებში, ბასკური, როგორც მეტწილად გლეხობის ენა, ვერ უწევდა კონკურენციას ლათინურს და მის მემკვიდრე სამწერლობო ენებს. X საუკუნიდან ბასკურმა ნელ-ნელა დაკარგა ძალა კასტილიურ ესპანურთან ჭიდილში. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთში (ამჟამინდელი საფრანგეთი) ბასკურად მოლაპარაკე რეგიონი პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც XVI საუკუნეში იყო. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ბასკურ ენას უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის არა მარტო ინდუსტრიულ ქალაქებსა და ბასკეთის საზღვრებთან, არამედ მის შუაგულშიც.

ენები და დიალექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკური ენის დიალექტებია:

  1. ბისკაიური დიალექტი (ბისკ.)
  2. გიპუსკოური დიალექტი (გიპუსკ.)
  3. ზემონავარული (სამხრეთული) დიალექტი (ზემ. ნავ. სამხ.)
  4. ზემონავარული (ჩრდილოური) დიალექტი (ზემ. ნავ. ჩრდ.)
  5. ლაბურდული დიალექტი (ლაბ.)
  6. სულეტური დიალექტი (სულ.)
  7. ქვემონავარული (აღმოსავლური) დიალექტი (ქვ. ნავ. აღმ.)
  8. ქვემონავარული (დასავლური) დიალექტი (ქვ. ნავ. დას.)
  • მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]