შინაარსზე გადასვლა

ბასირუ დიომაიე ფაიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასირუ დიომაიე ფაიე
ბასირუ დიომაიე ფაიე
სენეგალის მე-5 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აპრილი, 2024  დღემდე
პრემიერ-მინისტრი  უსმან სონკო
წინამორბედიმაკი სალი

დაბადებული25 მარტი, 1980
ნდიაგანიაო, სენეგალი
ეროვნებასენეგალელი
მეუღლემარი ხონე ფაიე (დაქ. 2009 წელს); აბსა ფაიე (დაქ. 2023 წელს);

ბასირუ დიომაიე ფაიე (ვოლ. Basiiru Jomaay Jaxaar Fay; დ. 25 მარტი, 1980) — სენეგალელი პოლიტიკოსი და ყოფილი საგადასახადო თანამდებობის პირი, რომელიც 2024 წლიდან სენეგალის მეხუთე და ამჟამინდელი პრეზიდენტია. მანამდე ის PASTEF-ის გენერალური მდივანი იყო და 2024 წელს სენეგალის საპრეზიდენტო არჩევნებში დისკვალიფიცირებული კანდიდატის, უსმან სონკოს წინააღმდეგ გაიმარჯვა, თავად სონკო მოგვიანებით პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

ფაიე 1980 წლის 25 მარტს, სენეგალის დასავლეთში მდებარე მბურის დეპარტამენტში დაიბადა. ის სერერის ეთნიკური ჯგუფის წევრია, ფაიების დიდგვაროვანი ოჯახიდან.[1] მისი მეორე სახელი, „დიომაიე“, სერერულ ენაზე „პატივცემულს“ ნიშნავს. სოფელში ტრადიციულად აღზრდილი ბასირუ დიომაიე ფაიე ყოველთვის გამოხატავდა პატივისცემას მისი მიწისა და ხალხის მიმართ საქმიანობის მანძილზე.[2][3]

მისი მამა, სამბა ფაიე, სენეგალის სოციალისტური პარტიის დიდი ხნის წევრი, ამბობს, რომ მისი შვილი მემარცხენე იდეალებით გაიზარდა. მისი ბაბუა პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთისთვის იბრძოდა, როგორც სენეგალელი ჯარისკაცი, ხოლო მოგვიანებით დააპატიმრეს საფრანგეთის კოლონიურ ხელისუფლებასთან დავის გამო, რომელიც ნდიანგანაოში რაიონული საშუალო სკოლის დაარსებას ეხებოდა. ამ სკოლაში ფაიე მოგვიანებით სწავლობდა.[4]

განათლება და ადრეული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის დაწყებით სკოლაში თავის სოფელში სწავლობდა, შემდეგ კი მ'ბურის საჯარო სკოლაში გააგრძელა სწავლა. 2000 წელს ფაიმ ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით მან წარმატებით მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი დაკარის შეიხ ანტა დიოპის უნივერსიტეტში და შემდგომში წარმატებით ჩააბარა ორივე საკონკურსო გამოცდა სენეგალის ადმინისტრირების ეროვნულ სკოლაში (ENA) სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად 2004 წელს.[5]

ფაიმ საგადასახადო სამსახურის თანამშრომელი გახდა გადასახადებისა და ქონების დეპარტამენტში, სადაც დაუმეგობრდა იმავე სკოლის კურსდამთავრებულს უსმან სონკოს. დროთა განმავლობაში სონკოსა და ფაიეს ურთიერთობა გაღრმავდა, სონკო სენეგალის პატრიოტთა პარტიის დამფუძნებელი იყო. ფაიე პროფკავშირის ხელმძღვანელობის პერიოდში საგადასახადო და უძრავი ქონების აგენტებისთვის სახლის საკუთრების დამტკიცების ხელშეწყობის კამპანიას აწარმოებდა.[6]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური პარტიის დაარსების შემდეგ ფაიე მხოლოდ მიწვეული წევრი იყო, თუმცა მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ის 2019 წლის სენეგალის საპრეზიდენტო არჩევნებში სონკოს კანდიდატურის პროგრამის ერთ-ერთი იდეოლოგი და შემოქმედი გახდა. სონკომ ხმების თითქმის 16% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა.[6]

2021 წლის თებერვალში ფაიე პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი მას შემდეგ გახდა, რაც სონკო მასაჟისტის გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. ხელისუფლებაში მოსვლის სტრატეგიის ფარგლებში ფაიემ ოპოზიცია ალიანს „გაათავისუფლეთ ხალხი“-ში გააერთიანა და სენეგალის ეროვნულ ასამბლეაში 56 ადგილი მოიპოვა. ამავდროულად ფაიემ წარუმატებლად იყარა კენში ნდიანგანაოს მერის თანამდებობაზე.[7]

მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ფაიე ორჯერ დააპატიმრეს. პირველად 2023 წლის 14 აპრილს დაკარში, სამსახურიდან გამოსვლისას დააკავეს. მეორედ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააპატიმრეს „ცრუ ამბების გავრცელების, სასამართლოს შეურაცხყოფისა და კონსტიტუციური ორგანოს ცილისწამების“ ბრალდებებით. ამ პოსტში მან დაგმო სასამართლო სისტემაში არსებული უსამართლობა და გააკრიტიკა წინასწარ დაწერილი განაჩენები. სამართლებრივ დავაში სიტუაციის განვითარებასთან ერთად მას წაუყენეს დამატებითი ბრალდებები „აჯანყების წაქეზებისა“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების შელახვის“ ბრალდებებში, შედეგად განუსაზღვრელი ვადით დააპატიმრეს.[6]

2024 წლის თებერვალში სენეგალის მოქმედმა პრეზიდენტმა მაკი სალიმ არჩევნების გადადება გადაწყვიტა, თუმცა ამან ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია სენეგალის საკონსტიტუციო საბჭომ კი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით პრეზიდენტმა ამინისტია გამოაცხადა და რამდენიმე ასეული პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის ბასირუ დიომაიე ფაიე და სონკო.[8]

საპრეზიდენტო კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონკოსა და ფაიეს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შესახებ ქვეყანაში გარკვეული ხნის მანძილზე გაურკვევლობა შეიქმნა, 2023 წელს პატრიოტთა პარტიამ ბასირუ დიომაიე ფაიე საპრეზიდენტო კანდიდატად კი წარადგინა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამ პოლიტიკურ ძალას არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ აუკრძალეს. ეს კი ნიშნავდა, რომ მას არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად უნდა მიეღო მონაწილეობა.

2024 წლის 15 მარტს, ფაიეს ციხიდან გათავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ მან ასობით მხარდამჭერი შეკრიბა პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში თავის პირველ საჯარო გამოსვლისას.[9]

უსმან სონკომ მალევე გამოუცხადა მხარდაჭერა ბასირუ დიომაიე ფაიეს. ყოფილმა პრეზიდენტმა აბდულაი ვადიმ და მისმა სენეგალის დემოკრატიულმა პარტიამ (PDS) მხარი დაუჭირეს ფაიეს, რამაც გაზარდა მისი არჩევნებში გამარჯვების შანსები. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც PDS-ის კანდიდატი კარიმ ვადი რბოლაში მონაწილეობისგან გამოეთიშა, რადგან კანდიდატურის წარდგენის დროს მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, რაც სენეგალის კონსტიტუციით აკრძალულია.[10] [11]

პრეზიდენტობა 2024 წლიდან დღემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფაიე შარლ მიშელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე

2024 წლის 24 მარტის არჩევნებზე ფაიე პირველი ოპოზიციური კანდიდატი გახდა დამოუკიდებელი სენეგალის ისტორიაში, რომელმაც არჩევნები სამთავრობო კანდიდატს პირველივე ტურში მოუგო. მან ხმების 54% დააგროვა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2024 წლის 2 აპრილს შედგა, საინაუგურაციო სიტყვაში მან კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის რეფორმირების პირობა დადო.[12]

ბასირუ დიომაიე ფაიეს პირველი ოფიციალური გადაწყვეტილება მისი კოლეგისა და მეგობრის უსმან სონკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა იყო.[13]

25 აპრილს ფაიემ პრეზიდენტის რანგში პირველი უცხოური ვიზიტი მავრიტანიაში განახორციელა, სადაც ნუაკშოტში პრეზიდენტ მოჰამედ ულდ ღაზუანის შეხვდა.[14]

ფაიე თეთრ სახლში სხვა აფრიკელ ლიდერებთან ერთად მიიწვია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის ივლისში. შეხვედრის დროს სენეგალის პრეზიდენტმა ტრამპი შეაქო კრიზისების გადაჭრის უნარისა და გოლფის კარგად თამაშისთვის, მან ასევე დაარწმუნა ამერიკელი ინვესტორები, რომ სენეგალში პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურია.[15]

  1. Maclean, Ruth. (25 March 2024) Young Opposition Candidate Set to Become Senegal's President. ციტირების თარიღი: 27 March 2024
  2. France 24. "Le nouveau président sénégalais Bassirou Diomaye Faye promet un "changement systémique." AFP, John Wessels (02 April 2024). (retrieved 13 April 2024)
  3. Jeune Afrique, "Bassirou Diomaye Faye : candidat éclair, président surprise." By Marième Soumaré (29 March 2024 (retrieved 13 April 2024)
  4. Maclean, Ruth. (12 April 2024) From Village to Prison to Africa's Youngest Elected President. ციტირების თარიღი: 12 April 2024
  5. Ly, Mouhamed Abdallah; Bassène, Pape Chérif Bertrand. Bassirou Diomaye Faye: from prison runner-up to president of Senegal en-US (2024-03-28). ციტირების თარიღი: 2024-03-30
  6. 1 2 3 Kane, Coumba; Théa Ollivier (23 March 2024). „Senegal's presidential election: Bassirou Diomaye Faye, Ousmane Sonko's Plan B“. Le Monde (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2024. ციტირების თარიღი: 23 March 2024.
  7. Haque, Nicholas. (2 April 2024) From prisoner to president in 20 days, Senegal's Diomaye Faye takes office. ციტირების თარიღი: 3 April 2024
  8. Négoce, Nicolas; Aradi, Gloria. Ousmane Sonko and Bassirou Diomaye Faye: Senegal opposition leaders freed days before election en-GB (15 March 2024). ციტირების თარიღი: 23 March 2024
  9. Bate Felix. Freed from jail, Senegal opposition presidential candidate draws hundreds to first event (16 March 2024).
  10. Senegal's ex-President Wade and party back opposition candidate Faye (22 March 2024).
  11. Presidential election in Senegal: Cheikh Tidiane Dieye calls to vote for Bassirou Diomaye Faye. ციტირების თარიღი: 23 March 2024
  12. Bassirou Diomaye Faye sworn in as Senegal's new president after dramatic ascent (2 April 2024). ციტირების თარიღი: 2 April 2024
  13. Senegal president names opposition leader Ousmane Sonko as PM (3 April 2024). ციტირების თარიღი: 3 April 2024
  14. Senegal's Faye makes first foreign visit as president to Mauritania (25 April 2024). ციტირების თარიღი: 25 April 2024
  15. Jansen, Bart. Senegal's leader flatters Trump with comments about his golf skills en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-09