ბასილ ალ ასადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასილ ალ ასადი
არაბ. باسل الأسد
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1962
დამასკო, სირია
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1994 (31 წლის)
დამასკო, სირია
მოქალაქეობა სირიის დროშა სირია
პროფესია სამხედრო სამსახური
აქტიური 1983-1994
წოდება პოდპოლკოვნიკი
მშობლები მამა: ჰაფეზ ასადი
დედა: ანისა მახლუფი
ნათესავები ბაშარ ალ-ასადი ძმა

ბასილ ალ -ასადი (არაბ. باسل الأسد ‎;23 მარტი  1962, დამასკო, სირია  — 21 იანვარი  1994,იქვე) — სირიის ყოფილი პრეზიდენტის ჰაფეზ ასადის უფროსი ვაჟი. სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის უფროსი ძმა. ალავიტი.

მამის სავაუდო მემკვიდრე სირიის  პრეზიდენტის პოსტზე გარდაცვალებამდე— 1994 წლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასილ ალ -ასადი დაიბადა 1962 წლის 23 მარტს. განათლებით ინჟინერმა  მაინც სამხედრო კარიერა აირჩია. ის სწრაფად გახდა მაიორი, შემდეგ კი ბრიგადის მეთაური რესპუბლიკურ გვარდიაში.[1][2]

როგორც უფროსი ვაჟი, ბასილ ასადი მამის მემკვიდრედ მოიაზრებოდა და პატარაობიდან ემზადებოდა პრეზიდენტობისათვის. მან კარგად ორგანიზებული ბრძოლა გაატარა კორუფციის წინააღმდეგ კანონის ფარგლებში, ოფიციალურ მიღებებზე ხშირად გამოდიოდა  სამხედრო ფორმით რაც სიმბოლურად გამოხატავდა სამხედრო ძალაუფლებას. იგი ასევე იყო სირიის კომპიუტერული ასოციაციის თავმჯდომარე.

1991 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტ ჰაფეზ ასადს საჯაროდ უწოდებდნენ "აბუ ბასილს" (ბასილის მამა), სირიის პრესაში ბაასის პარტია ბასილ ასადს მოიხსენიებდა "ოქროს რაინდად", ვინაიდან მისდევდა ცხენოსნობას და შესანიშნავი მოჯირითე გახლდათ.  ეროვნულ არენაზე პირველად 1987 წელს გამოვიდა და საცხენოსნო სპორტში  რეგიონალურ ტურნირზე რამდენიმე მედალი მოიპოვა. იგი ასევე დაინტერესებული იყო სწრაფმავალი მანქანებით, საუბრობდა ფრანგულად.

მას  ურთიერთობა ჰქონდა იმ პერიოდის ევროპის და არაბული ქვეყნების ლიდერებთან. იყო იორდანიის მეფის ჰუსეინის შვილების ახლო მეგობარი. ბასილ ასადი წარუდგინეს  საუდის არაბეთის მეფე ფაჰდს და ლიბანის ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს.[3][4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 21 იანვარს გამთენიისას, ბასილ ასადი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით გაეშურა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტისკენ, ვინაიდან მიფრინავდა გერმანიის სამთო-სათხილამური კურორტზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ბიძაშვილი ჰაფიზ მახლუფი და ოფიციალური მძღოლი, რომელიც  უკანა სავარძელზე იჯდა. ბასილ ასადი მანქანას მართავდა 200 კმ / სთ – ზე მეტი სიჩქარით, ნისლიან ამინდში საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგისტრალიდან  დიდი სიჩქარით გადაფრინდა და ღობეს შეეჯახა. ბასილ ასადი, რომელსაც ღვედი არ ეკეთა, ადგილზე გარდაიცვალა. მისი ბიძასვილი  მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო უკანა სავარძელზე მჯდომი  მძღოლი თითქმის არ დაშავებულა.[5][6]

მისი გარდაცვალების შემდეგ სირიაში მაღაზიები, სკოლები და სამთავრობო ოფისები სამი დღის განმავლობაში დაიხურა, ძვირადღირებულმა სასტუმროებმა კი ალკოჰოლის გაყიდვა შეაჩერეს. ბასილ ასადს მიაკუთვნეს"ქვეყნის წამებულის, ერის მოწამისა და ახალგაზრდობის სიმბოლოს" სტატუსი. მისი სახელი მიანიჭეს  სკვერებს და ქუჩებს. ასევე მისი სახელი უწოდეს ახალ საერთაშორისო საცურაო კომპლექსს, სხვადასხვა საავადმყოფოებს, სპორტული კლუბებს და სამხედრო აკადემიას. ბასილ ალ-ასადის  ქანდაკება სირიის რამდენიმე ქალაქში დგას და გარდაცვალების შემდეგაც იგი ხშირად გამოსახულია ბილბორდებზე მამასთან და ძმასთან ერთად.[7][8]

ბასილ ალ-ასადი დაკრძალეს სოფელ კარდახაში,  დიდ მავზოლეუმში, საპორტო ქალაქ ლატაკიასთან, მამის დაბადების ადგილას. 2000 წელს მის გვერდით დაკრძალეს ჰაფეზ ასადი.

ბასილ ასადის გარდაცვალების შემდეგ   მისი ნაკლებად ცნობილი ძმა ბაშარ ალ ასადი, ჰაფეზის მეორე ვაჟი, რომელიც იმ დროს ლონდონში ოფთალმოლოგიურ ცენტრში გადიოდა სტაჟირებას, მამის მომავალ მემკვიდრედ მიიჩნიეს.  იგი სასწრაფოდ დაბრუნდა სირიაში.

ჰაფეზ ასადის უფროსი შვილი ბუშრა ცოლად გაჰყვა შაუკატ ასეფს, რომელიც გახდა სირიის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ლიდერი (ბასილი უკრძალავდა დას მასზე დაქორწინებას) . ბაშარ ალ ასადი გახდა სირიის პრეზიდენტი ჰაფეზ ალ ასადის გარდაცვალების შემდეგ, 2000 წლის 10 ივნისს. ჰაფეზ ასადის შემდეგ ხელისუფლების შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველსაყოფად გამოიყენეს ბასილ ასადისა და მისი სახელის ამსახველი პოსტერები, ლოზუნგით "ბასილი —  სანიმუშო, ბაშარი—  მომავალი".[9][10]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური არხების ინფორმაციის გაჟონვის თანახმად, ბასილ ალ-ასადს ჰქონდა ურთიერთობა ლიბანელ ქალთან, სიჰამ ასეილთან, რომელიც შემდეგ ცოლად გაჰყვა ლიბანელ ჟურნალისტსა და დეპუტატს გებრან ტუენს.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zisser, Eyal. The Succession Struggle in Damascus // Middle East Forum. — 1995. — September (vol. 2, № 3). — p. 57—64.
  2. Ghadbian, Najib (Autumn 2001). "The New Asad: Dynamics of Continuity and Change in Syria" დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine. (PDF). Middle East Journal. 55 (4). Retrieved 19 August 2013.
  3. "Mid-East Realities". Middle East. 11 June 2000. Retrieved 9 March 2013.
  4. "Basel al-Assad with Princess Haya of Jordan in an equestrian tournament - 1993". Syrian History.
  5. "Assad son dies in car accident". Rome News Tribune. 21 June 1994. Retrieved 13 July 2012.
  6. Boustany, Nora (22 January 1994). "Car crash kills Assad's son". The Daily Gazette. Retrieved 24 March 2013.
  7. Fisk, Robert (22 January 1994). "Syria mourns death of a 'golden son'". The Independent. Retrieved 13 June 2012.
  8. "افتتاح متحف الشهيد الفارس الذهبي باسل الأسد في المدينة الرياضية باللاذقية". SANA (არაბ.). 17 November 2020.
  9. Sipress, Alan (8 November 1996). "Syria Creates Cult Around Its President's Dead Son Bassel Assad". Inquirer. Retrieved 13 July 2012.
  10. Kathy A. Zahler (1 August 2009). The Assads' Syria. Twenty-First Century Books. p. 71. ISBN 978-0-8225-9095-8. Retrieved 12 March 2010.
  11. "Biography; from wiki (Gebran Tueni) ref for 'His second spouse was Siham Asseily'". Naharnet. Archived from the originalon 7 June 2012. Retrieved 10 June 2012.