ბარტყოვანი ფრინველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარტყოვანი ფრინველები
აღწერა
ცხოველთა ჯგუფი
სახელის სტატუსი
მოძველებული ტაქსონომია
სამეცნიერო სახელი
Nidicolae ან Altices
მშობლიური ტაქსონი
კლასი ფრინველები
რიგები

ბარტყოვანი ფრინველები (ლათ. Nidicolae ანუ Altices) — ფრინველები, რომელთა მართვეები გამოჩეკის შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებამდე განვითარების გარკვეულ პერიოდს გადიან. ბარტყოვანი ფრინველების საპირისპიროა წიწილოვანი ფრინველები. ბარტყოვანი ფრინველების ახლად გამოჩეკილ მართვეს გრძნობათა ორგანოები და კიდურების კუნთები სუსტი აქვს, ყურთუკივანი საფარველი კი უმნიშვნელოა ან სულ არ გააჩნია. პირველ ხანებში მართვეს სხეულის ტემპერატურა მერყევია და დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. მართვეებს ბუდეში დიდხანს კვებავენ და ათბობენ მშობლები. ბარტყოვანი ფრინველებს განეკუთვნებიან ბეღურასნაირნი, ყაპყაპისნაირნი, ალკუნისებრნი, მტრედისნაირნი და სხვა. ბუსნაირთა და შავარდნისნაირთა მართვეები ყურთუკით შემოსილი იჩეკებიან. ამ ფრინველებს საშუალო ადგილი უკავიათ წიწილოვანსა და ბარტყოვან ფრინველებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]