შინაარსზე გადასვლა

ბარკაჩის შადრევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარკაჩის შადრევანი (იტალ. Fontana della Barcaccia) — ბაროკოს სტილის შადრევანი, რომელიც მდებარეობს ესპანური კიბეების ძირში, რომის ესპანეთის მოედანზე. პაპმა ურბან VIII-მ 1623 წელს პიეტრო ბერნინის დაავალა შადრევნის აშენება, რაც იყო პაპის ადრინდელი პროექტის ნაწილი - რომის ყველა მთავარ მოედანზე შადრევნის აღმართვა. შადრევანი დასრულდა 1627-1629 წლებს შორის პიეტროს მიერ, შესაძლოა მისი შვილის ჯოვანი ლორენცო ბერნინის დახმარებით, განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ 1629 წლის 29 აგვისტოს.

ბარკაჩის შადრევანი, ჩანს ესპანური კიბეების მწვერვალიდან. სკულპტურული შადრევანი შექმნილია ნახევრად ჩაძირული გემის სახით, რომლის გვერდებიდან წყალი გადმოედინება პატარა აუზში. წყალი მოდის აკვა ვერჯინედან, ძვ.წ. 19 წლის აკვედუკიდან. ბერნინიმ ეს შადრევანი ააშენა ქუჩის დონეზე ოდნავ დაბლა, აკვედუკიდან წყლის დაბალი წნევის გამო. წყალი მოედინება შადრევნის შვიდი წერტილიდან: ცენტრალური ბალუსტრიდან, ორი ნავის შიგნით მზის ფორმის ადამიანის სახეებიდან და ოთხი ნავის გარედან. ლეგენდის თანახმად, როდესაც მდინარე ტიბრი 1598 წელს ადიდდა, წყალმა პატარა ნავი შეიტანა მოედან დი სპანიაზე. როდესაც წყალმა უკან დაიხია, ნავი დარჩა მოედნის ცენტრში და სწორედ ამ მოვლენამ შთააგონა ბერნინის შემოქმედება.[1] შადრევანი მორთულია ბარბერინის ოჯახის პაპის გერბით, რაც შეხსენებაა პაპ ურბან VIII-ის წარმომავლობაზე.

დაზიანება და რესტავრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 15 მაისს ოთხმა ნასვამმა ტურისტმა დიდი სახრახნისით დააზიანა მონუმენტური შადრევანი, მიაყენა მას ღრმა ნაკაწრი, რამაც გამოიწვია პაპის გერბის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწყვეტა.[2] კარაბინერებს, რომლებიც ადგილზე მიცვივდნენ, თავს დაესხა ოთხ ვანდალი, მაგრამ მაინც მოახერხეს მათი დაკავება და შემდგომი ზიანის თავიდან აცილება.

შადრევნის რესტავრაცია რამდენჯერმე განხორციელდა, ბოლო - 2014 წელს, კერძო შემოწირულობით €209,960 ოდენობით. გახსნიდან რამდენიმე კვირაში, შადრევანი დაზიანდა 2015 წლის 19 თებერვალს ჰოლანდიელი ფეხბურთის ჰულიგანების ჯგუფის მიერ, რომლებიც რომში იმყოფებოდნენ როტერდამში დაფუძნებული კლუბის ფეიენორდის მხარდასაჭერად ევროპის ლიგის მატჩზე რომას წინააღმდეგ. ჯგუფი, სავარაუდოდ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ,[3] შევიდა შადრევანში და შიგნით ბოთლები და ნაგავი ჩაყარა, შემდეგ კი პოლიციას დაუპირისპირდა.

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელ პოეტს ჯონ კიტსს შეეძლო შადრევნის წყლის დამამამშვიდებელი დინების ხმის გაგონება თავისი სიკვდილის სარეცელიდან. მან თქვა, რომ ეს ახსენებდა XVII საუკუნის პიესას ფილასტერ, ან სიყვარული სისხლად იღვრება (1611) სტრიქონებს და იყო მისი ეპიტაფიის წყარო: „აქ განისვენებს ერთი, ვისი სახელიც წყალში ჩაიწერა“.

ჯეს უოლტერი იყენებს შადრევანს, როგორც სიუჟეტის მექანიზმს, ნაწარმოებში მშვენიერი ნანგრევები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rendina, Claudio (1999). Enciclopedia di Roma. Rome: Newton & Compton. 
  2. Roma: 4 ubriachi danneggiano "Barcaccia". corriere.it (May 16, 2007).
  3. Ansa.it