შინაარსზე გადასვლა

ბარიული გრადიენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარიული გრადიენტი, ბარომეტრული გრადიენტიატმოსფერული წნევის ცვლილება მანძილის ერთეულზე. აითვლება წნევის შემცირების მიმართულებით იზობარული ზედაპირის ნორმალზე. მეტეოროლოგიაში ჩვეულებრივ იყენებენ ჰორიზონტალურ ბარიულ გრადიენტს ანუ ბარიული გრადიენტის ჰორიზონტალურ მდგენელს ზღვის ან რაიმე სხვა დონეზე. ამ შემთხვევაში მიმართავენ მოცემული დონის იზობარის ნორმალს. ჩვეულებრივ ჰორიზონტალური ბარიული გრადიენტი 100 კმ-ზე 1-3 მბარ ტოლია, ხოლო ტროპიკულ ციკლონებში 100 კმ-ზე ათეულ მბარ აღწევს (1 მბარ=100 ნ/მ²). ვერტიკალური ბარიული გრადიენტის ნაცვლად უმეტესად ხმარობენ ბარიულ საფეხურს.