ბარიტო
იერსახე
ბარიტო ― მდინარე ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანის სამხრეთ ნაწილში. სათავე აქვს მიულერის ქედის სამხრეთ კალთებზე. ერთვის იავის ზღვას. სიგრძე 880 კმ. ზემო დინებაში ჭორომები და ჩანჩქერებია, ქვემო დინებაში გამოდის დაჭაობებულ ვაკეზე. შესართავთან ქმნის დელტას. სანაოსნოა ქვემო და შუა დინებაში. დელტის ერთ-ერთ ტოტზე გაშენებულია ქალაქი ბანჯარმასინი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 210.