შინაარსზე გადასვლა

ბარიონული მუხტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარიონული მუხტი, ბარიონული რიცხვი (სიმბოლო: B) — ელემენტარული ნაწილაკების ერთ-ერთი მახასიათებელი. ბარიონული მუხტი ბარიონებისათვის ნულისაგან განსხვავდება, ხოლო ყველა დანარჩენ ნაწილაკისათვის ნულის ტოლია. ბარიონების ბარიონულ მუხტს ერთის ტოლად თვლიან, ანტიბარიონების ბარიონულ მუხტს – მინუს ერთის ტოლად. ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა ბარიონული მუხტის აბსოლუტური მნიშვნელობა ერთზე მეტი იქნებოდა, ჯერ არ არის აღმოჩენილი. ნაწილაკთა სისტემის ბარიონული მუხტი უდრის სისტემაში ბარიონთა და ანტიბარიონთა რიცხვებს შორის სხვაობას. კერპოდ, ატომთა ბირთვების ბარიონული მუხტი უდრის მათ მასურ რიცხვს. ბარიონული მუხტის მუდმივობის კანონი სრულდება ელემენტარული ნაწილაკების ყოველგვარი ურთიერთქმედებისას.