ბარდის დაბომბვა (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარდის დაბომბვა 2020
მდებარეობა ბარდა, აზერბაიჯანი
თარიღი
  • 2020 წლის 27 ოქტომბერი
  • 2020 წლის 28 ოქტომბერი GMT+4
თავდასხმის ტიპი
სარაკეტო თავდასხმა
იარაღი კასეტური საბრძოლო მასალა
BM-30 სმერჩი
დაღუპულები 26
არასასიკვდილო დაზიანებები
83
თავდამსხმელები სომხეთის შეიარაღებული ძალები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია

ბარდის დაბომბვა (აზერ. Bərdənin bombalanması) — იყო ორი საჰაერო თავდასხმა აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაზე მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის დროს. ორივე თავდასხმაში გამოყენებულ იქნა BM-30 სმერჩ ტიპის რაკეტები, შედეგად დაიღუპა 26 მშვიდობიანი მოქალაქე. პირველი თავდასხმა განხორციელდა 27 ოქტომბერს, 5 მოქალაქე დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა. მომდევნო დღეს, 28 ოქტომბერს, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა დაარტყა ბარდას, დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოხალისე და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. ეს იყო განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე კონფლიქტის დროს.[1]

აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა თავდასხმებში, მაგრამ სომხეთმა უარყო. არაღიარებულმა არცახის რესპუბლიკამ აღიარა პასუხისმგებლობა თავდასხმებებში, მაგრამ განაცხადა, რომ იგი მიზნად ისახავდა სამხედრო ობიექტებს. Amnesty International სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ ბარდას დაბომბვისას კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაადასტურა. Amnesty International- ის რეგიონალურმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარია სტრუტერსმა განაცხადა: "კასეტური საბრძოლო მასალებით საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა არის სასტიკი და უპასუხისმგებლო ქმედება, რასაც ადამიანების სიკვდილი, დაჭრა და ტანჯვა მოჰყვა"[2][3]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 27 სექტემბერს სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაიწყო შეტაკებები, რომელსაც დე ფაქტო აკონტროლებს არცახი, მაგრამ აზერბაიჯანის დე იურე ნაწილია.[4] ბარდაში 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს;[5] ის მდებარეობს მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთით, დაახლოებით 20 კილომეტრში.[6]

სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით დაიწყო 2020 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში.[7] მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ სერგეი ლავროვი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი.[8] ლავროვმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება ათი საათის მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც დასრულდა ადგილობრივი დროით 03:00 საათზე[9] და დაადასტურა, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა შუადღემდე.[10][11] ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე.[12] აზერბაიჯანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითი იყო და ის რეგიონში კონტროლის აღდგენის მიზანის თავს არ დაანენებს.[13]

4 ოქტომბრის შემდეგ, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა ოთხჯერ დაიბომბა სომხეთისა და არცახის მიერ ბალისტიკური რაკეტებით,[14] რის შედეგად დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე და 125-ზე მეტი დაშავდა.[15] 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბარდის რაიონი დაიბომბა OTR-21 ტოჩკა სარაკეტო გამშვებით.[16] 26 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტაზე, 26 ოქტომბრის დილიდან,[17] მაგრამ დაირღვა ძალაში შესვლიდან რამდენიმე წუთში.[18]

თავდასხმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის BM-30 სმერჩი, 2017 წელი.

პირველი თავდასხმა განხორციელდა 27 ოქტომბერს, შედეგად დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 ადამიანი.[19]   თავდასხმაში გამოყენებული BM-30 სმერჩის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები შეიცავდა კასეტურ რაკეტებს.[20]

მეორე თავდასხმა განხორციელდა 28 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე. თავდასხმაში  კასეტური რაკეტები გამოყენებულ იქნა, დაიბომბა სავაჭრო ობიექტების მქონე მჭიდროდ დასახლებულ ურბანული ადგილები. Amnesty International– მა და Human Rights Watch– მა დაადასტურეს კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება.[3][2][21] თავდასხმაში შედეგად, 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.[22] დაღუპულთა შორის იყო 39 წლის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოხალისე, ხოლო კიდევ ორი ​​მოხალისე დაშავდა.[23] დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და მანქანები.[24] აზერბაიჯანის ცნობით, მეორე თავდასხმაში გამოყენებულ იქნა ასევე BM-30 სმერჩი,[25] ჯამში 72–144 ცალი ფრაგმენტაციის ქობინებით  აღჭურვილი კასეტური ქობინით.[26] აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა თავდასხმებში,[27] მაგრამ სომხეთმა უარყო ნებისმიერი პასუხისმგებლობა,[28] ხოლო Amnesty International– მა და Human Rights Watch– მა ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმა სწორედ სომხეთმა განახორციელა.[2][3] არაღიარებულმა არცახის რესპუბლიკამ აღიარა პასუხისმგებლობა თავდასხმებებში, მაგრამ განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავდა სამხედრო ობიექტებს.[29]

აზერბაიჯანის პასუხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდასხმებიდან მალევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა დრონის კადრები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სამაგიერო გადაუხადეს თავდასხმებს,[30][31] განსაკუთრებით სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურება ვიდრე მისი აღჭურვილობა, როგორც ადრე იყო ნაჩვენები.[32][33][34]

აზერბაიჯანის არმიამ გამოავლინა თავდასხმაში გამოყენებული BM-30 სმერჩის საცეცხლე პოზიცია და 29 ოქტომბერს გაანადგურა.[35] 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დააანონსა კიდევ ორი ​​BM-30 სმერჩის განადგურება, რომლებიც მიზნად ისახავდა ბარდასა და თართარს.[36]

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანში თავდასხმები მკაცრად დაგმეს, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირველ თავდასხმას უწოდა "აზერბაიჯანის ხალხის წინააყმდეგ გენოციდის ახალი აქტი".[37] აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თავდასხმაზე სათანადო რეაგირებას დაჰპირდა.[38] ასევე, აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ განაცხადა, რომ თავდასხმები ბარბაროსული იყო[39] და გამოთქვა სამძიმარი.[40] აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმებს "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" უწოდა.[41]

საერთაშორისო მასშტაბით თავდასხმები დაგმო თურქეთმა[42][43] და პაკისტანის,[44] ირანის,[45] საფრანგეთისა[46] და ყაზახეთის[47] საელჩოებმა აზერბაიჯანში, ირანელი პოლიტიკოსმა ჰასან ამელიმ[48] და თურქულმა საბჭომ.[49]

Amnesty International-ის რეგიონალურმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარია სტრუტერსმა განაცხადა: "კასეტური საბრძოლო მასალებით საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა არის სასტიკი და უპასუხისმგებლო ქმედება, რასაც ადამიანების სიკვდილი, დაჭრა და ტანჯვა მოჰყვა".[2] ანალოგიურად, Human Rights Watch–მა გამოაქვეყნა ანგარიში თავდასხმის შესახებ, დაადასტურა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება და სომხეთს მოუწოდა შეწყვიტოს აკრძალული იარაღის გამოყენება.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijan says 19 killed, 60 wounded in Armenia missile attack on its Barda district en. The Economic Times (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Armenia/Azerbaijan: First confirmed use of cluster munitions by Armenia ‘cruel and reckless’ en. Amnesty International (29 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Armenia: Cluster Munitions Kill Civilians in Azerbaijan en. Human Rights Watch (30 October 2020). ციტირების თარიღი: 30 October 2020
  4. Armenia and Azerbaijan fight over disputed Nagorno-Karabakh en. BBC (27 September 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.World Gazetteer: Azerbaijan en. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2011. ციტირების თარიღი: 29 October 2020[მკვდარი ბმული]
  6. Hacaoglu, Selcan; Arkhipov, Ilya. Erdogan Pitches Putin on Karabakh Peace After U.S. Bid Fails en. BloombergQuint (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  7. Armenian, Azerbaijani officials to hold truce talks in Moscow en. France24 (9 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  8. Moscow hosts Armenia-Azerbaijan talks as fighting continues over Nagorno-Karabakh en. BBC (15 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  9. Armenia and Azerbaijan agree ceasefire en. Financial Times (10 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  10. Armenia, Azerbaijan accuse each other of violating ceasefire en. Al Jazeera (10 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  11. Shaky ceasefire in Nagorno-Karabakh after Moscow deal en. CNBC (10 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  12. Sultanova, Aida. (11 October 2020) Azerbaijan, Armenia report shelling of cities despite truce en. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 15 October 2020
  13. Kantchev, Georgi. (11 October 2020) Armenia, Azerbaijan Trade Accusations of Shelling Despite Truce en. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 15 October 2020
  14. The Second Nagorno-Karabakh War, Two Weeks In en-US (2020-10-14). ციტირების თარიღი: 2020-10-16
  15. Damage to Azerbaijan's Ganja city from Armenian aggression revealed en (20 October 2020). ციტირების თარიღი: 20 October 2020
  16. Bərdə ərazisi "Toçka-U" kompleksindən atəşə tutulub Azerbaijani. Ministry of Defense of Azerbaijan (8 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020.
  17. U.S. says humanitarian ceasefire to take effect on Monday in Nagorno-Karabakh. Reuters (2020-10-25). ციტირების თარიღი: 2020-10-25
  18. „Nagorno-Karabakh conflict: US-brokered ceasefire frays soon after starting“. BBC News (ინგლისური). 2020-10-26. ციტირების თარიღი: 2020-10-26.
  19. Civilian death toll in Armenian attacks reaches 91 en (2020-10-28). ციტირების თარიღი: 2020-10-29
  20. Armenian Cluster Missile Kills 4 Azerbaijani Civilians, Injuring 13 In Barda City. Caspian News (27 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  21. General Prosecutor's Office: Death toll from Armenia's missile attack on Azerbaijan’s Barda rises to 21, about 70 people wounded - UPDATED - 2 (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  22. Bagirova, Nailia; Hovhannisyan, Nvard. Civilians killed as Nagorno-Karabakh conflict deepens en. Reuters (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  23. Civilians Reported Killed As Conflict Between Armenia, Azerbaijan Spills Into Urban Areas en. Radio Free Europe/Radio Liberty (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  24. Missile attack on Azerbaijani city of Barda: 21 dead, dozens wounded en. JAM News (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  25. Baku accuses Armenia of shelling Barda using Smerch missiles en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  26. ANAMA reveals details of Armenian attacks on Azerbaijan's Barda en (29 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  27. Azerbaijan says 14 people killed by Armenian shelling in Barda en. Al Arabiya (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  28. Azerbaijan says 14 people killed by shelling in Barda: RIA en. Reuters (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  29. Пресс-секретарь лидера НКР призывает мирных азербайджанцев бежать от военных объектов ru. BBC Russian Service (28 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  30. Azerbaijani Armed Forces take revenge for Barda (VIDEO) en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  31. Azerbaijani army avenges for Barda, heavy damage inflicted on Armenian troops (VIDEO) en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  32. Armenian troops firing at Azerbaijani civilian population destroyed with precise fire (VIDEO) en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  33. Manpower of Armenian Armed Forces destroyed (VIDEO) en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  34. Azerbaijan provides footage of Armenian troops, military equipment being destroyed (VIDEO) en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  35. Azerbaijan destroys Smerch missile launcher of Armenian troops used to shell Barda - MoD (VIDEO). Trend News Agency (30 October 2020). ციტირების თარიღი: 30 October 2020.
  36. Bərdə və Tərtər şəhərlərini atəşə tutan düşmənə məxsus daha 2 "Smerç" bu gün məhv edilib - VİDEO Azerbaijani. Ministry of Defense of Azerbaijan (30 October 2020). ციტირების თარიღი: 30 October 2020.
  37. Cluster bomb attacks are new act of genocide against Azerbaijani people - President's aide en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  38. Demourian, Avet. (29 October 2020) Hospital, residential areas hit in Nagorno-Karabakh fighting en. Associated Press. ციტირების თარიღი: 29 October 2020
  39. First Vice-President Mehriban Aliyeva: Such barbaric attacks show that atrocities of Armenians have no limits (PHOTO) en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  40. First Vice-President Mehriban Aliyeva expresses condolences to relatives of those killed as result of Armenia's missile attack on Barda (PHOTO) en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  41. Missile attack on Azerbaijan’s Barda - crime against humanity – Foreign Ministry en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  42. No: 260, 27 October 2020, Press Release Regarding Armenia’s Attack on Barda City of Azerbaijan en. Ministry of Foreign Affairs (Turkey) (27 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  43. No: 261, 28 October 2020, Press Release Regarding Armenia’s Anew Attack Today on Barda City of Azerbaijan en. Ministry of Foreign Affairs (Turkey) (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  44. Pakistani ambassador condemns Armenia's attack against civilians in Azerbaijan's Barda en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  45. Iranian embassy in Baku condemns attack on Barda en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  46. Ambassador of France in Azerbaijan makes statement on Armenian missile attack on Barda en (29 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  47. Shelling of Barda - gross violation of int'l humanitarian law, says Ambassador of Kazakhstan en (28 October 2020). ციტირების თარიღი: 28 October 2020
  48. نماینده ولی فقیه در استان در پی شهادت جمعی از اهالی شهر بردع قره باغ پیام تسلیت صادر کرد fa (29 October 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 29 October 2020
  49. Press Release of the Turkic Council on Armenia’s attack on Barda city of Azerbaijan en. Turkic Council (29 October 2020). ციტირების თარიღი: 29 October 2020