ბარდისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარდისი, პარტიზი, ბარდუსიხევი, სოფელი და ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბარდისის ხევი მთლიანად მოიცავს ბანისწყლის (ახლანდ. ფენიაკ-ჩაი) მარცხენა შენაკადის ბარდისისწყლის (ახლანდ. ბარდუხ-ჩაი) ხეობას, ბარდისი პირველად იხსენიება „სომხურ გეოგრაფიაში“ (VII საუკუნე) „პარტისაცფორის“ (ბარდისის ხევი) სახელწოდებით. XIV–XVI საუკუნეების ერთი დოკუმენტის მიხედვით, ეს ხეობა ბანის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედის. ბარდისის (ბარდუსის) ციხე და ნაჰიე (ოსმალეთის ადმინისტრაციული ერითეული) ხშირად იხსენიება XVI–XVII საუკუნეების ოსმალურ წყაროებში. ხეობის სოფლები და ისტორიული ძელები შეისწავლა და აღწერა 1907 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938;
  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, 1980;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970;