ბარდა (მცენარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარდა.
ბარდა
Doperwt rijserwt peulen Pisum sativum.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: პარკოსნები
ლათინური სახელი
Pisum

ბარდა (ლათ. Pisum) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვარში გაერთიანებულია 6-7 სახეობა. კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ბარდა (Pisum sativum), რომელიც ერთწლოვანი საგაზაფხულო ან საშემოდგომო მცენარეა. აქვს 30-180 სმ-მდე სიმაღლის ღერო, ფოთოლი წყვილფრთისებრია, ყვავილი თეთრი, თვითდამმტვერავი. ნასკვიდან განაყოფიერების შემდეგ ვითარდება პარკი, ყოველ პარკში 3-11 გლუვი ან ნაოჭიანი სხვადასხვა ფერის თესლია. კარგად ხარობს საკმაო აერაციისა და სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის თიხნარ ნიადაგებზე. იყენებენ კულინარიაში, ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, კონსერვსა და სხვა. მისი საკვები ჯიშები ცხოველებისათვისაც მოჰყავთ. ბარდის სამშობლოდ აღმოსავლეთი ავღანეთი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი ითვლება. საქართველოში მოჰყავთ უმეტესად მაღალმთიან რეგიონებში (ჯავახეთი, მესხეთი, თრიალეთი, ქვემო იმერეთის ზოგ ადგილას და სხვა). დარაიონებული ჯიშია ახალქალაქური ბარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]