შინაარსზე გადასვლა

ბარბი ფერეირა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბი ფერეირა

ფერეირა 2025-ში
დაბადების სახელი ბარბარა სეპე ფერეირა
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1996
East Harlem, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ[1]
ეროვნება Brazilian Americans[2]
მოქალაქეობა  აშშ
 ბრაზილია
ალმა-მატერი Hackensack High School[3]
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2016-დღემდე

ბარბარა „ბარბი“ სეპე ფერეირა[4] (დ. 14 დეკემბერი, 1996) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია ქეთ ჰერნანდესის როლით HBO-ს სერიალში „ეიფორია“.[5][6][7][8]

ფერეირა დაიბადა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ესპანურ ჰარლემში.[9] ბავშვობის პირველი წლები ქვინზში გაატარა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად მეივუდში, ნიუ-ჯერზიში გადავიდა.[10] წარმოშობით ბრაზილიელია. გაიზარდა დედის, დეიდისა და ბებიის გარემოცვაში.[11] დედა და დეიდა შეფ-მზარეულები არიან.[12]

რელიგიურ აღზრდასთან დაკავშირებით ფერეირა აღნიშნავს, რომ გაიზარდა „მეტ-ნაკლებად კათოლიკურად, ეგრეთ წოდებულ 'ნიუ-იორკულ კათოლიკურ' სტილში — როდესაც ეკლესიაში ხანდახან დადიხარ, თუმცა ბევრ წესს არ იცავ“.[13] მომავალმა ვარსკვლავმა ჰაკენსაკის საშუალო სკოლა დაამთავრა ნიუ-ჯერზიში.[14]

მსახიობი წარსულში მართავდა Tumblr-ის ანგარიშს სახელით @barbienox.[15]

მოზარდობისას კარიერა დაიწყო პლუს-ზომის (plus-size) სამოდელო ფოტოების გაგზავნით American Apparel-ის ღია ქასთინგზე.[16][17] მას შემდეგ ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Aerie, Adidas,[18] Asos,[19] Forever 21,[20] H&M,[21] Missguided და Target.[22]

2016 წელს Aerie-ის კამპანიიდან ფერეირას დაუმუშავებელი ფოტოები და ვიდეო ინტერვიუ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.[23][24] იმავე წელს ჟურნალმა Time-მა მოდელი „30 ყველაზე გავლენიან მოზარდს“ შორის დაასახელა.[25]

სამსახიობო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერეირამ მთავარი როლი შეასრულა Vice-ის 10-ეპიზოდიან ვებ-სერიალში „როგორ მოვიქცეთ“, რომელიც ეტიკეტს ეხებოდა. ამ პროექტისთვის მოიპოვა Webby-ს ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ვებ-პერსონაჟი/წამყვანი“.[26] ასევე მონაწილეობდა Teen Vogue-ის ვებ-სერიალში Body Party, რომელიც სხეულის პოზიტივს (body positivity) ეძღვნებოდა.[27]

მოგვიანებით შეასრულა ელას როლი HBO-ს სერიალის „განქორწინება“ ორ ეპიზოდში. 2019–2022 წლებში, HBO-ს სერიალ ეიფორიას პირველ ორ სეზონში, განასახიერა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი — სკოლის მოსწავლე ქეთი.

კინოდებიუტი შედგა 2020 წელს, HBO Max-ის ფილმში „არაფეხმძიმე“. მცირე როლი შეასრულა ჯორდან პილის ფილმში „არა“, (2022).[28][29]

2022 წლის აგვისტოში ფერეირამ განაცხადა, რომ აღარ დაბრუნდებოდა ეიფორიის მესამე სეზონში. გავრცელდა ხმები, რომ გადაწყვეტილების მიზეზი სერიალის შემქმნელთან, სემ ლევინსონთან უთანხმოება გახდა,[30] თუმცა 2023 წლის ინტერვიუში მსახიობმა ჭორები უარყო და აღნიშნა, რომ ეს ისტორია „ჰაერიდან იყო მოტანილი“.[31]

2022 წლის 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არიანა დებოზისთან ერთად ითამაშებდა ფსიქოლოგიურ თრილერში „ნადიმის სახლი“.[32] ფილმის სტრიმინგი Amazon Prime Video-ზე 2024 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო.[33]

ფერეირა საკუთარ იდენტობას ქვიარად განსაზღვრავს. 2019 წლიდან 2022 წლამდე ურთიერთობაში იმყოფებოდა მუსიკოს ელ პაკეტთან.[34] წარსულში ასევე ხვდებოდა არტისტ გას დაპერტონს.[35]

  1. ↑ https://www.vogue.com/article/barbie-ferreira-leaving-the-cast-of-euphoria
  2. ↑ https://www.eonline.com/br/news/1316279/conheca-barbie-ferreira-atriz-de-ascendencia-brasileira-que-esta-arrasando-em-euphoria
  3. ↑ https://www.nj.com/entertainment/2022/08/njs-barbie-ferreira-leaves-hbos-euphoria-after-2-seasons-love-you-katherine-hernandez.html
  4. ↑ 🕷🕷. Instagram. 2 September 2021. https://www.instagram.com/p/CTTj_OpL1OF/.
  5. ↑ Melby Clinton, Leah (February 2, 2016). „Plus-size model Barbie“. Glamour. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 26, 2016. ციტირების თარიღი: April 18, 2016.
  6. ↑ Rodulfo, Kristina (January 26, 2016). „Aerie Model Barbie Ferreira Hopes Her Campaign Will Make Girls Be Kinder to Themselves“. Elle. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 13, 2016. ციტირების თარიღი: April 18, 2016.
  7. ↑ Denton, Elizabeth (January 25, 2016). „Curvy Model Barbie Ferreira Slams Critics Of Her Aerie Campaign“. Seventeen. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 9, 2016. ციტირების თარიღი: April 18, 2016.
  8. ↑ Cherrington, Rosy (January 26, 2016). „#AerieReal Campaign Model, Barbie Ferreira, Is The Body Confidence Inspo We All Need“. The Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 18, 2016. ციტირების თარიღი: April 18, 2016.
  9. ↑ Mazzone, Dianna. (2021) Barbie Ferreira Risked It All — and It Paid Off. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 10, 2023. ციტირების თარიღი: 2023-07-09
  10. ↑ Romano, Evan (July 1, 2019). „5 Things to Know About Barbie Ferreira, Euphoria's Kat“. Men's Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 2, 2019. ციტირების თარიღი: July 2, 2019.
  11. ↑ „Exclusive: Barbie Ferreira Talks How She Learned to Love Her Curves“. Latina (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2018. ციტირების თარიღი: July 27, 2018. ციტატა: „I'm Brazilian, and I grew up with a single mom, a wild grandma and my aunt.“
  12. ↑ Picardi, Mayan Toledano, Phillip. „Introducing 'Body Party' by Barbie Ferreira, the Body-Posi Video Series You NEED to See“. Teen Vogue (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2018. ციტირების თარიღი: July 27, 2018.
  13. ↑ Burns, Alex Jhamb. (December 16, 2024) Barbie Ferreira on Her New York Homecoming and Forming a Family with the Cast of Cult of Love. Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 27, 2024.
  14. ↑ Levine, Cecilia (November 27, 2016). „Look For Hackensack Model In Holiday Target Ad“. Hackensack Daily Voice. New Jersey. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 14, 2018. ციტირების თარიღი: August 13, 2018. ციტატა: „The face of a Hackensack High School graduate has been circulating in a Target ad this holiday season. Barbie Ferreira's big break came last year in a curve campaign for Aerie and Target, and since then she has been focusing on promoting body positivity.“
  15. ↑ Olson, Samantha. (2022-08-30) All the Facts on "Euphoria" Star and Model Barbie Ferreira. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 10, 2023. ციტირების თარიღი: 2023-07-09
  16. ↑ „With her new show, Barbie Ferreira wants to talk to you about feminism and fashion's struggle to be inclusive“. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2019. ციტირების თარიღი: July 27, 2018.
  17. ↑ Studeman, Kristin Tice. „The Rise of Barbie Ferreira: From 'Nodel' to Model of the Moment“. W Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 31, 2018. ციტირების თარიღი: July 27, 2018.
  18. ↑ Hardy, Alyssa. „Barbie Ferreira Thinks the Term "Plus Size" Is Outdated“. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2018. ციტირების თარიღი: July 27, 2018.
  19. ↑ „33 plus-size models you should follow on Instagram“. Insider. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 15, 2023. ციტირების თარიღი: July 27, 2018. ციტატა: „Barbie Ferreira (@barbienox), 20, has been seen modeling clothing for brands such as ASOS, Missguided, and American Eagle's Aerie.“
  20. ↑ „One Of Your Favorite Affordable Brands Is Launching A New Plus Collection“. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2018. ციტირების თარიღი: September 4, 2018.
  21. ↑ McColm, Wendy. (December 1, 2017) Gift-Giving with Barbie Ferreira. H&M. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 2, 2019. ციტატა: „21-year-old Barbie Ferreira...“ ციტირების თარიღი: July 2, 2019
  22. ↑ „Target's "Dear Jeans" Campaign May be One of the Most Diverse Ever“. Cosmopolitan. August 8, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 12, 2018. ციტირების თარიღი: July 27, 2018.
  23. ↑ Allen, Maya (January 25, 2016). „Size-12 Model Barbie Ferreira Goes Unretouched for Aerie's New Campaign“. Cosmopolitan. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 14, 2016. ციტირების თარიღი: April 18, 2016.
  24. ↑ Ross, Ashley (January 28, 2016). „Meet the Curvy Model Whose Unretouched Photos Are Taking the Internet by Storm“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 12, 2016. ციტირების თარიღი: April 18, 2016. ციტატა: „...the 19-year-old Ferreira...“
  25. ↑ Lang, Cady (October 19, 2016). „The 30 Most Influential Teens of 2016 > Barbie Ferreira, 19“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2019. ციტირების თარიღი: July 2, 2019.
  26. ↑ „Barbie Ferreira – How to Behave“ (პრეს-რელიზი). Webby Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2018. ციტირების თარიღი: September 4, 2018.
  27. ↑ Picardi, Phillip. „Introducing 'Body Party' by Barbie Ferreira, the Body-Posi Video Series You NEED to See“. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2018. ციტირების თარიღი: September 4, 2018.
  28. ↑ Kit, Borys (September 19, 2019). „Haley Lu Richardson, Barbie Ferreira to Star in Road Trip Movie 'UNpregnant' (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2019. ციტირების თარიღი: October 16, 2019.
  29. ↑ amp;d=https%3A%2F%2Fwww.thewrap.com%2Fwp-content%2Fthemes%2Fthewrap-canvas%2Fimgs%2Fthewrap-gravatar.png; July 21, amp;r=g 2x" height="96" width="96" loading="lazy">Charna Flam |. Nope Cast and Character Guide: Who's Who in the Jordan Peele Movie? (2022-07-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2022. ციტირების თარიღი: 2022-07-28
  30. ↑ „Barbie Ferreira announces she's leaving 'Euphoria'“. NBC News. August 25, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 29, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-29.
  31. ↑ Barbie Ferreira. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 12, 2023. ციტირების თარიღი: April 12, 2023
  32. ↑ Rubin, Rebecca (2022-08-29). „'Euphoria' Actor Barbie Ferreira Joins Ariana DeBose in Psychological Thriller 'House of Spoils' at Prime Video“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 30, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  33. ↑ Grobar, Matt. (15 August 2024) Fantastic Fest Unveils 2024 Lineup Featuring 'Terrifier 3,' 'Apartment 7A,' 'Anora,' 'Never Let Go' & More. ციტირების თარიღი: 15 August 2024
  34. ↑ 24 hours with Barbie Ferreira (December 8, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2020. ციტირების თარიღი: December 13, 2020
  35. ↑ Howard, Jackson. (2017-12-05) Gus Dapperton Grows Up en. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 29, 2023. ციტირების თარიღი: 2023-05-29