ბარბერინის დიპტიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბერინის დიპტიქი, ლუვრი, პარიზი, საფრანგეთი

ბარბერინის დიპტიქი, პეირესკ-ბარბერინის სპილოს ძვალიბიზანტიური სპილოს ძვლის ფირფიტა იმპერიული დიპტიქიდან. თარიღდება გვიანი ანტიკური ხანით. დაცულია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი). იგი წარმოაჩენს იმპერატორს, როგორც ტრიუმფალურ გამარჯვებულს. ზოგადად დათარიღებულია VI საუკუნის პირველი ნახევრით და მიეკუთვნება კონსტანტინოპოლის იმპერიულ სახელოსნოს. იმპერატორად ჩვეულებრივ ასახელებენ იუსტინიანე I-ს, ანასტასიოს I-ს ან ზენონს. წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რადგან უკავშირდება ავსტრაზიის დედოფალ ბრუნჰილდას. უკანა ნაწილზე გამოსახულია ფრანკთა მეფეების სია, ბრუნჰილდას ყველა ნათესავი და მიუთითებს დედოფალთა პოზიციებს ფრანკთა სამეფო ოჯახებში. დედოფალმა იგი ეკლესიას შესწირა, როგორც აღთქმის მიხედვით შესრულებული გამოსახულება.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბერინის დიპტიქი საკონსულო დიპტიქი არ არის, მაინც იზიარებს მის ბევრ დეკორაციულ სისტემას. იმპერატორი წარმოდგენილია დაპყრობილი ბარბაროსის თანხლებით, რომელიც მის მარცხნივ დგას და შარვალშია გამოწყობილი. მიწაზე გართხმულ ალეგორიულ ფიგურას, რომელიც შესაძლოა დაპყრობილ ან ხელახლა დაპყრობილ ტერიტორიას გამოსახავდეს, უჭირავს იმპერატორის ტერფი მადლობის ან მორჩილების ნიშნად. ანგელოზი კი მას თავზე ადგამს ტრადიციულ პალმის გვირგვინს (რომელიც დღეისათვის დაკარგულია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Antony Cutler, "Barberiniana. Notes on the Making, Content, and Provenance of Louvre OA. 9063", Tesserae : Festschrift für Josef Engemann, Jahrbuch für Antike und Christentum, Ergänzungsband 18, 1993, p. 329-339 ;
  • Danièle Gaborit-Chopin, in Byzance, l'art byzantin dans les collections publiques françaises (catalogue of an exhibition at the Louvre, 3 November 1992 – 1 February 1993), Paris, 1993, numéro 20, p. 63-65 ;
  • A. Héron de Villefosse, « L'Ivoire de Peiresc », Mémoires de la Société nationale des Antiquaires de France, 75, 1915-1918, p. 267-295 ;
  • Kitzinger, Ernst, Byzantine art in the making: main lines of stylistic development in Mediterranean art, 3rd-7th century, 1977, Faber & Faber, ISBN 0571111548 (US: Cambridge UP, 1977).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]