ბარბარა უინდსორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბარა უინდსორი

უინდსორი 2010 წელს
დაბადების სახელი ბარბარა ენ დიკსი
დაბადების თარიღი 6 აგვისტო, 1937
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 10 დეკემბერი, 2020 (83 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1950-2017

დეიმ ბარბარა უინდსორი (ინგლ. Dame Barbara Windsor; დ. 6 აგვისტო, 1937 — გ. 10 დეკემბერი, 2020)[1]ინგლისელი მსახიობი, რომელიც ცნობილია BBC One-ის „EastEnders“-ში შესრულებული პეგი მიშელის როლით.[2]

უინდსორმა კარიერა სცენაზე თამაშით 1950 წელს დაიწყო, 13 წლის ასაკში. პირველად ფილმში გადაიღეს 1954 წელს, ბრიტანულ კომედიაში, „ლამაზმანები სეინტ ტრინიანიდან“, სადაც მან სკოლის მოსწავლე გოგონას როლი მოირგო. 1963 წელს გადაიღეს ბრიტანულ ფილმში, „ბეღურები ვერ მღერიან“, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში. 1964 წელს ითამაშა ბროდვეის ეპიკურ მიუზიკლში, სახელწოდებით: „ოჰ, რა მშვენიერი ომია!“, აღნიშული როლისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ტონი ჯილდოთი. 1972 წელს მონაწილეობა მიიღო West End-ის თეატრის სპექტაკლში, „ტრიპენის ოპერა“.

1964 წლიდან 1974 წლამდე გადაიღეს რამდენიმე „Carry On“-ის ფილმში, მათ შორისაა: „გააგრძელე ჯაშუშობა“ (1964), „გააგრძელე ექიმობა“ (1967), „გააგრძელე კემპინგი“ (1969), „გააგრძელე ჰენრი“ (1971) და სხვა. ბარბარა უინდსორი გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორის არის: 1965 წლის ბრიტანული საშინელებათა ჟანრის თრილერი, „ტერორში ჩატარებული კვლევა“, 1968 წლის მიუზიკლი, „Chitty Chitty Bang Bang“. მან დორმაუსი გაახმოვანა ფილმებში: „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ (2010) და „ელისი სარკის მიღმა“ (2016).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ინგლისელი მსახიობი ბარბარა უინდსორი დაიბადა 1937 წლის 6 აგვისტოს, ლონდონში, ინგლისში. იყო ჯონ დიკის და მისი მეუღლის, როუზ ელის ერთადერთი ქალიშვილი. ოჯახი ცხოვრობდა ანგელას ქუჩაზე. მისი ერთ-ერთი დიდი ბებია მერი, იყო ირლანდიელი იმიგრანტების ქალიშვილი, რომლებიც ირლანდიის დიდი შიმშილისგან თავის დასაღწევად ირლანდიიდან დიდ ბრიტანეთში გაიქცნენ.[3] 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, უინდსორის მამა ომში გაიწვიეს, ხოლო ბარბარა და დედამისი ბებიასთან გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ბარბარა „წმინდა მარიამის ჩვილთა სკოლაში“ დადიოდა.[4] უინდსორის დედამ თავდაპირველად უარი თქვა ბარბარას ევაკუაციაზე, თუმცა მას შემდეგ რაც უინდსორის ერთ-ერთი სკოლის მეგობარი ბომბის მსხვერპლი გახდა, იგი საცხოვრებლად ბლეკპულში, დაქორწინებულ წყვილთან გადაიყვანეს. თუმცა წყვილი მასზე სექსუალურად ძალადობდა, ბარბარას ერთ-ერთმა მეგობარმა, მერიმ, რომელიც მის სახლთან ახლოს ცხოვრობდა, გაიგონა უინდსორის ყვირილი, შემდეგ კი თავის მშობლებს უთხრა ამის შესახებ, რომლებმაც ხელისუფლებას შეატყობინეს. წყვილი დაიჭირეს და გაირკვა რომ ისინი და-ძმანი იყვნენ. ამის შემდეგ, უინდსორი საცხოვრებლად გადავიდა მისი მეგობრის, მერის ოჯახში. მერის დედამ მეგობრები ცეკვაზე შეიყვანა. მოგვიანებით, მერის დედამ ბარბარა უკან, ლონდონში გააგზავნა.

მან სწავლა ერთ-ერთ დრამატული ხელოვნების სკოლაში დაიწყო. შემდეგ სწავლა განაგრძო „აიდა ფოსტერის სკოლა“-ში. როდესაც უინდსორის მამა შვილის გამოსვლის სანახავად, ტროლეიბუსის მძღოლის ფორმით მივიდა, მან ხალხის დიდი ყურადღება მიიქცია, რამაც ბარბარა დიდად განარისხა. 1953 წელს სცენის სახელად უინდსორი აირჩია. 16 წლის ასაკში უინდსორის მშობლები განქორწინდნენ, ბარბარამ თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სასამართლოში მამამისის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უინდსორმა 2005 წელს უმასპინძლა BBC-ს დოკუმენტური ფილმის Disaster Masters-ის ორ სერიას. მსახიობმა გაახმოვანა პერსონაჟი დორმაუსი, ლევის ქეროლის წიგნის ადაპტაციაში, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ (2010). 2011 წლის იანვარში გადაიღეს, ბრიტანულ დოკუმენტარული კომედიური ტერესერიალის, „მოდი ჩემთან ერთად იფრინეს“ ერთ-ერთ ეპიზოდში.

უინდსორი 2009 წელს

2011 წლიდან მოყოლებული, მსახიობი რეგულარულად მუშაობდა BBC Radio 2-ის მუსიკისა და შოუბიზნესის ისტორიების პროგრამებში. 2016 წელს კიდევ ერთხელ გაახმოვანა დორმაუსი, ფილმში „ელისი ფანჯრის მიღმა“.

2017 წელს გამოჩნდა მის შესახებ შექმნილ ფილმში, „ბაბსი“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უინდსორი დაქორწინებული იყო სამჯერ, თუმცა შვილები არ ყოლია. 1964 წლის 2 მარტს ბარბარა დაქორწინდა ბრიტანელ ღამის კლუბის მფლობელზე, რონი ნაითზე. წყვილი განქორწინდა 1985 წლის იანვარს. 1986 წლის 12 აპრილს მსახიობი დაქორწინდა შეფ სტივენ ჰოლინგსზე, წყვილმა კუნძულ იამაიკაზე იქორწინეს.[5] მათი ქორწინება 1995 წელს დამთავრდა. უინდსორის მესამე და საბოლოო ქორწინება დაკავშირებულია მსახიობთან, სკოტ მიშელთან, რომელზეც ბარბარამ 2000 წლის 8 აპრილს დაქორწინდა.[6]

ბარბარა უინდსორი გარდაიცვალა 2020 წლის 10 დეკემბერს, 83 წლის ასაკში.[7][8] „EastEnders“-ის შემდეგი ეპიზოდი, რომელიც 2020 წლის 11 დეკემბერს გამოვიდა, უინდსორს მიეძღვნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dame Barbara Windsor: Carry On and EastEnders actress dies aged 83 (11 December 2020). ციტირების თარიღი: 11 December 2020
  2. " Ten Things You Never Knew About Barbara Windsor" დაარქივებული 21 June 2007 საიტზე Wayback Machine. Digital Spy 23 May 2007
  3. Who Do You Think You Are? – Past Stories – Barbara Windsor დაარქივებული 4 November 2019 საიტზე Wayback Machine. , BBC. Retrieved 30 December 2015.
  4. Brooke, Mike (11 December 2020). „Barbara Windsor, Queen of the real East End, dies aged 83“. East London Advertiser. ციტირების თარიღი: 14 December 2020.
  5. Windsor, Barbara (2000). All of Me: My Extraordinary Life. Headline Book Publishing. ISBN 978-0-7472-7007-2. 
  6. GRO Register of Marriages: APR 2000 258 284 WESTMINSTER – Scott Mitchell = Barbara A Windsor
  7. „Dame Barbara Windsor: Beloved actress best known for her roles in EastEnders and the Carry On films dies aged 83“. Sky News. 11 December 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2020. ციტირების თარიღი: 11 December 2020.
  8. „Dame Barbara Windsor: Carry On and EastEnders actress dies aged 83“. BBC News. 11 December 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2020. ციტირების თარიღი: 11 December 2020.