ბარბარა ასკინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბარა ასკინსი
დაბ. თარიღი 1939
დაბ. ადგილი ბელფასტი[1]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი[2] და გამომგონებელი[2]
მუშაობის ადგილი მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრი[2]
ალმა-მატერი ჰანტსვილის ალაბამის უნივერსიტეტი

ბარბარა ასკინსი (დ. 1939) — ამერიკელი ქიმიკოსი, რომელიც ცნობილი გახდა ფოტოგრაფიული ნეგატივების სწრაფი გამჟღავნების მეთოდის გაუმჯობესებით. ასკინსის განვითარებულ მეთოდს ფართოდ იყენებდნენ ნასაში და სამედიცინო ინდუსტრიაში. 1978 წელს ასკინსის ამ მიღწევას წლის საუკეთესო ეროვნული გამოგონების ტიტული მიენიჭა.[3]

ადრეული ცხოვრება, განათლება და კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა ასკინსი დაიბადა ტენესიში, კერძოდ ბელფასტში, 1939 წელს.[4] კარიერის პირველ წლებში იყო მასწავლებელი, მოგვიანებით ის ამ პროფესიას სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის მიზნით დაუბრუნდა ორი შვილის დაბადების შემდეგ. ასკინსმა მეცნიერების ბაკალავრისა და ოსტატის ხარისხი ალაბამას ჰიუნსტვილის უნივერსიტეტში მოიპოვა.[4][5]

კვლევითი კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასკინსი არის ფიზიკური ქიმიკოსი. ის მუშაობდა ნასას მარშალის კოსმოსურ ფრენის ცენტრში და ყველაზე მეტად ცნობილი გახდა პროცესის გამოგონებით, რომლის მიხედვითაც „სურათების ემულსია შეიძლება მნიშვნელოვნად გაძლიერდეს ვერცხლის რადიაციით.“[6] ასეთი პროცესის შედეგად მიღებულ ნაბეჭდზე, რომელიც ცნობილია როგორც ავტორადიოგრაფი, გაძლიერებულია სიმჭიდროვე და კონტრასტი. მისმა ინოვაციურმა მეთოდმა გააძლიერა ემულსია და გაზარდა ფოტოგრაფიული გამჟღავნების ლიმიტი. მოკლე ხანში შესაძლებელი გახდა ფოტოს იმ უხილავი ნაწილების დანახვა, რომელიც მანამდე არ ჩანდა. ეს მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიაში, მათ შორის კოსმოსური ფოტოების ხარისხის გაუმჯობესებაში.[5]

ასკინსის აღმოჩენამ მედიცინის სფეროშიც მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია. კერძოდ, ასკინსის მეთოდმა გავლენა იქონია რენტგენის სურათების ხარისხის გაუმჯობესებაზე.მანამდე მედიცინური სურათების 96 პროცენტი გაურჩევადი იყო, ასკინსის მეთოდმა მედიცინის ამ ნაწილის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია. მოგვიანებით, ბარბარა ასკინსის მეთოდი ძველი ფოტოების რესტავრაციისთვისაც გამოიყენეს.[7] ასკინსმა საკუთარი გამოგონება 1978 წელს დაიპატენტა (აშშს საპატენტო ნომერი 4,101,780).[8]

ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ინოვაციებისა და გამოგონებების გაუმჯობესების ასოციაციამ ასკინი წლის ეროვნულ გამომგონებლად დაასახელა.[7] ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს ტიტული ინდივიდუალურად მიიღო.[5] ასკინსი ამერიკის ქიმიის საზოგადობის, მეცნიერების განვითარების ასოციაციისა და „სამყაროს მომავლის“ საზოგადოების წევრია.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Freebase Data DumpsGoogle.
  2. 2.0 2.1 2.2 https://lemelson.mit.edu/resources/barbara-askins
  3. (2000) „Askins, Barbara (n.d.)“, American Women in Technology. Santa Barbara, California: ABC-CLIO, გვ. 19. ISBN 1-57607-072-7. 
  4. 4.0 4.1 4.2 Stanley, Autumn (1993) Mothers and daughters of invention: notes for a revised history of technology. New Brunswick, N.J.: Rutgers University Press, გვ. 574–575. ISBN 0813521971. 
  5. 5.0 5.1 5.2 Barbara Askins: Inventor of a New Film Developing Method. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  6. Askins, Barbara S. (1 November 1976). „Photographic image intensification by autoradiography“. Applied Optics. 15 (11): 2860–2865. doi:10.1364/ao.15.002860. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  7. 7.0 7.1 Great Images in NASA - Barbara Askins, Chemist. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 October 2011. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  8. Patent US4101780 Treating silver with a radioactive sulfur compound such as thiourea or derivatives. ციტირების თარიღი: 26 June 2014.