ბარაქა
| ტიპი | აგროკომპანია |
|---|---|
| დარგი | სოფლის მეურნეობა, აგროსერვისები, აგროპროდუქტები, მცენარეთა დაცვა |
| დაფუძნდა | 2020 |
| სათავო ოფისი |
ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა 32, 0186, თბილისი, |
| საიტი | www.baraka.ge |
ბარაქა — ქართული აგროკომპანია, რომელიც 2020 წელს დაარსდა. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და ქართველ ფერმერთა განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე აგროტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ცოდნის გავრცელების საშუალებით. კომპანია ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში აწვდის აგროქიმიურ პროდუქტებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველჰყოფს კონსულტაციას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.
საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარაქას სერვისებია: აგროქიმიური საშუალებების — სასუქების, პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სათესლე მასალის მიწოდება; ტრენინგებსა და კონსულტაციები; საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე კვლევებს და პროდუქციის ტესტირება; სოფლის მეურნეობის ტექნიკისა და ინვენტარის მიწოდება. ბარაქა თანამშრომლობს მსოფლიოს 27-მდე აგროკომპანიასთან. დღეისთვის ბარაქას ქსელში წარმოდგენილია შემდეგი გლობალური ბრენდები: Elixir Zorka, Nordwestern, McKinley, Fitto და სხვები.
კომპანიის მაღაზიები და საწყობებისა საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებშია: მაღაზიები: ყვარელი, ზუგდიდი, მარნეული, გორი, გურჯაანი, ლაგოდეხი, გეგუთი, წნორი, ყვარელი. საწყობები: რუსთავი და ქუთაისი. საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობა-ნაკვეთი: ლაგოდეხი
საგანმანათლებლო მიმართულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგროკომპანია ბარაქა ჩართულია სოფლის მეურნეობისა და აგრონომიული ცოდნის გავრცელებასა და აგრონომების მომზადებაში. 2022 წლიდან ფუნქციონირებს „ახალგაზრდა აგრონომების გადამზადების“ პროგრამა. კომპანიაში ხდება ახალი ჯიშების და ჰიბრიდების ტესტირება – საცდელ მიწებზე მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების (მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, ვაზი) სხვადასხვა ჯიშების შედარებითი ანალიზი, ლოკალური პირობების ანალიზი და ჰიბრიდის ადაპტაციის გეგმის ფორმირება.