ბარალეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარალეთის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

ბარალეთის ეკლესიადარბაზული ეკლესია XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა“. „ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისთვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს.

ბარალეთის ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.
  • ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური, ბერძენიშვილი ნ.საქართველოს ისტორიის საკითხები.I.თბ.,1964.-გვ.143-147.
  • ლაფაჩი ც. შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლები ბარალეთის ტერიტორიაზე, ჯავახეთი.ტ.I.-ახალციხე.2002.გვ.204-210
  • როსტომაშვილი ი. სოფელი ბარალეთი (ძველი ქართული ეკლესია და ამაღლების სვეტი), მოგზაური.1901.-N1.-გვ.26-31.
  • ცისკარიშვილი ვ., ბარალეთის წარწერა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. თბ.,1959. გვ.52.
  • სოფელი ბარალეთი, ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.-თბ.,2004. გვ.38.
  • იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007, გვ.26.
  • ალელიშვილი ნ. ს.ბარალეთი. ამაღლების ჯვარი, გაზ. "ოქტომბრის დროშით"(ახალქალაქი), 1959, 21 აგვისტო.
  • ღმრთისმშობლის ეკლესია, XIII, ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში, თბ.,2006

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]