ბარათა ქაჩიბასძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბარათა ქაჩიბაიძე)

ბარათა ქაჩიბასძე (ჩანს 1425-1461) — ქაჩიბასძეთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი, „დიდ ბარათად“ წოდებული. საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის სალაროს მოლარე. მისი შთამომავლები ბარათას სახელის მიხედვით ბარათაშვილებად იწოდებოდნენ.

ცნობილია XV საუკუნის რამდენიმე საბუთიდან. ჰყოლია თანამეცხედრე თინათინი და შვილები: დავითი, ლაპა, გერმანოზი. ბარათა ქაჩიბასძეს კათოლიკოს დავითის დროს სვეტიცხოველისთვის სოფლები ყორანთა და დისველი შეუწირავს (მოგვიანებით ყორანთას შეწირულობა განაახლა დავით ბარათას ძემ). ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნის მიხედვით მას აღუზრდია თაყა ზევდგინისძე, შემდგომში ამილახორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი : IV / რედ.: ელენე ცაგარეიშვილი. თბილისი : არტანუჯი, 2007, გვ. 360.