თომა ბარათაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბარათაშვილი, თომა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.
თომა ბარათაშვილი
საქმიანობა პოეტი
პერიოდი XVIII საუკუნე
ნათესავ(ებ)ი მამუკა ბარათაშვილი

თომა ავთანდილის ძე ბარათაშვილიXVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

1724 წელს თავის ძმასთან, ცნობილ პოეტთან მამუკა ბარათაშვილთან ერთად რუსეთში გახიზნულ ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში. 1740-იან წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის დიპლომატ-კურიერი იყო. ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობიდან ცნობილია რამდენიმე ლექსი, რომლებშიც უცხოეთში გადახვეწილი ადამიანის სევდაა გამოხატული. დავით გურამიშვილი ბარათაშვილს დასესხებია ერთ სასიმღერო კილოს („ხმას“) და ლექსიც მიუძღვნია მისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966