ბანჯარბარუ
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბანჯარბარუ ინდონ. Banjarbaru | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
პროვინცია | სამხრეთი კალიმანტანი | ||
შიდა დაყოფა | Cempaka[1] , Landasan Ulin[1] , South Banjarbaru[1] , Liang Anggang[1] და North Banjarbaru[1] | ||
კოორდინატები | 3°28′00″ ს. გ. 114°45′00″ ა. გ. / 3.46667° ს. გ. 114.75000° ა. გ. | ||
დაარსდა | 11 ნოემბერი, 1975 | ||
ფართობი | 371 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 23 მ | ||
მოსახლეობა | 199 359 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 540 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
ოფიციალური საიტი | banjarbarukota.go.id | ||
ბანჯარბარუ (ინდონ. Banjarbaru) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე, სამხრეთ კალიმანტანის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ ბანჯარმასინიდან 35 კმ–ით სამხრეთ–აღმოსავლეთით. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 199 359 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი გაშენებულია სამხრეთ კალიმანტანის მთავარი გზების კვეთის ადგილას, მერატუსის მთის ძირში. ტერიტორიის 80%–ის სიმაღლე ზღვის დონიდან 0–25 მეტრს შორის მერყეობს, თუმცა ზოგიერთი ადგილი 500 მეტრს აღწევს.
ეკონომიკური საქმიანობის მთავარი ელემენტებია კერამიკა, სარესტორნო და სასტუმროების საქმე (21.7%), მომსახურება (16.3%), მშენებლობა (16.3%), მრეწველობა (15.7%) და სამთო–მოპოვებითი საქმე (8.7%), სოფლის მეურნეობის წილი 4.9%–ია.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-05-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ Banjarbaru economic sectors 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-12. ციტირების თარიღი: 2012-12-15.