ბანტოიდური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბანტოიდური
გავრცელებულია სუბსაჰარული აფრიკა
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნიგერ-კონგოს ენები
ატლანტური-კონგოს ენები
ბენუე-კონგოს ენები
ბანტოიდური ენები
რუკა
ბანტოიდური ენები

ბანტოიდური ენები

ბანტოიდური ენებიაფრიკის ენების კლასიფიკაციის მიხედვით, ბენუე-კონგოს ენების სავარაუდო ნაწილი. ტერმინი პირველად გოტლიბ კრაუზემ 1895 წელს ბანტუე ენების მსგავსი ლექსიკონის მქონე ენების აღსანიშნავად გამოიყენა. 1963 წელს, ჯოზეფ გრინბერგმა თავის ნაშრომში „აფრიკის ენები“ ამ ტერმინში ბანტუს ენები გააერთიანა მასთან ახლოს მყოფ სხვა ენებთან. ბანტოიდური ენები დღემდე ამ განმარტებით გამოიყენება. ბანტოიდური ენები არ ქმნიან კოგერენტულ ჯგუფს.[1]

ბანტოიდური ენების სამხრეთულ და ჩრდილოეთურად დაყოფის შეთავაზება მოხდა 1989 წელს ვილიამსონის მიერ. ამ წინადადების მიხედვით მამბილოიდური, დაკოიდური, ხოლო მოგვიანებით ტიკარული ენები დაჯგუფდა როგორც ჩრდილოეთ ბანტოიდური. ყველა სხვა დანარჩენი ბანტოიდური ენა გაერთიანდა სამხრეთულ ჯგუფში. აღნიშნული კლასიფიკაცია Ethnologue-ს მიერაც გამოიყენება.

სამხრეთ-ბანტოიდური ჯგუფის არსებობა საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა ჩრდილოეთ ბანტოიდური ჯგუფის სისწორე დავის საგანს წარმოადგენს. დაკოიდური ენები ხანდახან საერთოდ ბანტოიდური ჯგუფის გარეთ განიხილება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blench, Roger [1987] 'A new classification of Bantoid languages.' Unpublished paper presented at 17th Colloquium on African Languages and Linguistics, Leiden.
  • Williamson, Kay (1989) 'Niger–Congo Overview'. In: The Niger–Congo languages, ed. by John Bendor-Samuel, 3–45. University Press of America.
  • Williamson, Kay & Blench, Roger (2000) 'Niger–Congo', in Heine, Bernd and Nurse, Derek (eds) African Languages – An Introduction. Cambridge: Cambridge University press, pp. 11–42.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Roger Blench. Niger-Congo: an alternative view. Rogerblench.info. წაკითხვის თარიღი: 2013-10-16.