ბანოშისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბანოშისწყალი
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ლორეს პროვინცია
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები ბურდაძორი
სათავე ლოქის ქედი
41°11′11″ ჩ. გ. 44°37′03″ ა. გ. / 41.186528° ჩ. გ. 44.617583° ა. გ. / 41.186528; 44.617583
შესართავი დებედა
41°15′23″ ჩ. გ. 44°48′06″ ა. გ. / 41.256444° ჩ. გ. 44.801889° ა. გ. / 41.256444; 44.801889
სიგრძე 20,4 კმ
აუზის ფართობი 89,1 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 27 მ³/წმ
ბანოშისწყალი — საქართველო
ბანოშისწყალი
ბანოშისწყალი
ბანოშისწყალი — სომხეთი
ბანოშისწყალი
ბანოშისწყალი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

ბანოშისწყალი — მდინარე სომხეთსა და საქართველოში. მოქცეულია ლორეს პროვინციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.[1] მდინარე დებედის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლოქის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ლალვარის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.[2] საქართველოს საზღვრებში შემოდის სოფელ ხოჯორნის სიახლოვეს. სიგრძე 20,4 კმ, აუზის ფართობი 89,1 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულ-შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 27 მ³/წმ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 31, თბ., 2009.
  2. Топографическая карта K-38-102 - 1 : 100 000. Алаверди. 1976
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 349.