ბანოვანი (მწერალი)
| ბანოვანი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 6 დეკემბერი, 1880[1] |
| დაბადების ადგილი | ლაჯანა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 6 დეკემბერი, 1934[1] (54 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| საქმიანობა | მწერალი[1] და პუბლიცისტი[1] |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
ბანოვანი (დესპინე დავითის ასულ გელოვანის ფსევდონიმი) (დ. 6 დეკემბერი, 1880, სოფ. ლაჯანა, ახლანდელი ცაგერის რაიონი — გ. 6 დეკემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.
მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „მეგობარი“, „ისარი“, „თემი“, „ამირანი“, „სახალხო გაზეთი“). ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები“ (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც — „ღების ბატონი“, „ქალი“ და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 194.
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.