ბანი (არქიტექტურა)
იერსახე
ბანი — შენობის ბრტყელი სახურავი. გავრცელებულია ხალხურ საცხოვრებელ სახლებში. კონსტრუქციულად შედგება მსხვილი მორებისაგან (დიამეტრი 30-40 სმ), რომლებზეც დალაგებულია ლარტყები (დიამეტრი 10-15 სმ), დაფენილია ფიჩხი, დაგებულია ფიქლის ფილები და დაყრილია 15-20 სმ მიწის ფენა; მიწას წყალგაუმტარობისათვის პერიოდულად ქვის საგორავით ტკეპნიან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ.190, თბ., 1977