ბანისხევი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ბანისხევი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | ლომისმთა |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 49,2 კმ² |
ბანისხევი — მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის შენაკადი. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 49,2 კმ2, წყლის საშუალო წლიური ხარჯი 1,73 მ3/წმ. სათავე აქვს ლომისმთის (მესხეთის ქედი) სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1992 მ. მიედინება წიწვიანი და შერეული ტყეებით შემოსილ ღრმა და ვიწრო ხეობაში. მტკვარს სოფელ რველის მახლობლად ერთვის. მისი 36 პატარა შენაკადის საერთო სიგრძეა 42 კმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 349.