ბანია-ლუკის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარი

ბანია-ლუკის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარი (სერბ. Саборни Храм Христа Спаситеља) — სერბული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მდებარეობს ბანია-ლუკაში, სერბთა რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა.[1]
წმინდა სამების ეკლესია აშენდა ომთაშორის პერიოდის იუგოსლავიაში ბანია-ლუკას ცენტრში. ეკლესიის მშენებლობა გრძელდებოდა 1925 წლიდან 1929 წლამდე და საზეიმოდ იკურთხა ღვთისმშობლობის დღეს 1939 წელს. 1941 წლის 12 აპრილს გერმანული დაბომბვის დროს ეკლესია დაზიანდა და საკურთხევლის ნაწილი (აფსიდი) მნიშვნელოვნად დაზარალდა. იმავე წლის მაისში უსტაშებმა ეკლესია გამოაცხადეს „ქალაქის ბორცვად“ და სერბებს, ებრაელებსა და ბოშებს უბრძანეს მისი სრული დანგრევა, აგურ-აგურად.
იუგოსლავიაში კომუნისტური მთავრობის დროს მის ადგილას დაღუპული ჯარისკაცების ძეგლი აღიმართა. ზემოხსენებული დაღუპული ჯარისკაცების ძეგლი ახლომდებარე ადგილას გადაიტანეს 1993 წელს, მაშინ, როდესაც ბანია-ლუკას ომისდროინდელმა ხელმძღვანელობამ გადაარქვა ქუჩების, სკოლებისა და ინსტიტუტების უმრავლესობას. ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1993 წელს, როდესაც საძირკვლები იკურთხა. ეს საზეიმო აქტი განახორციელა სერბეთის პატრიარქმა პავლემ ეპისკოპოსებთან და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან ერთად. ეკლესია აღადგინეს ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სახელით, რადგან დროთა განმავლობაში ბანია-ლუკაში უკვე აშენდა სხვა ეკლესია წმინდა სამების სახელზე (1963-1969), როგორც ხსოვნა დანგრეულისა.
კათედრალი აშენებულია წითელი და ყვითელი ტრავერტინის ქვისგან, რომელიც წარმოდგება მესოპოტამიიდან, რომლის ხარისხი (მოპოვება და დამუშავება) დამოწმებულია პროფ. დოქტორ ბილბიას მიერ, ბელგრადის მასალების ტესტირების ინსტიტუტის ექსპერტისგან. ის აშენებულია სამშრიანი კედლით: ქვა, რკინაბეტონი, აგური. თაღები დაფარულია ოქროსფერი უჟანგავი ფოლადით, რომელიც ციმბირიდან მოიტანეს. ტაძრის გარე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2004 წლის 26 სექტემბერს, როდესაც პირველი ლიტურგიაც ჩატარდა. ლიტურგია ჩაატარა 8 ეპისკოპოსმა ბანია-ლუკას ეპარქიის სასულიერო პირებსა და დიაკვნებთან ერთად, ათასობით მორწმუნის თანდასწრებით. მოზაიკის სამუშაოები მიმდინარეობს პროფესორ დურო რადლოვიცას მიერ.
ახლანდელი ეკლესია არქიტექტურულად ძველი ეკლესიის იდენტურია და არის ბანია-ლუკას ყველაზე მაღალი რელიგიური შენობა, 47 მეტრის სიმაღლის სამრეკლოთი და 22,5 მეტრის თაღით. ეპისკოპოსის ტაძარი იკურთხა ეპისკოპოს ეფრემის მიერ ღვთისმშობლობის დღეს 2009 წელს.[2]
სერბთა რესპუბლიკის დაარსების 20 წლისთავისა და დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, პატრიარქმა ირინეოსმა ღვთისმსახურება ჩაატარა ეკლესიაში 2012 წლის 9 იანვარს.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Саборни Храм Христа Спаситеља - Бања Лука en-gb. ციტირების თარიღი: 2019-08-16
- ↑ 24sata.info - Banja Luka: Osveštan Hram Hrista Spasitelja. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-02-16
- ↑ Banja Luka: Patrijarh Irinej služio liturgiju sr. Radio-televizija Republike Srpske (9 January 2012). ციტირების თარიღი: 10 January 2012