ბანიანი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბანიანი სახლი, ხალხურ არქიტექტურაში გავრცელებული მიწური სახურავით - ბანით გადახურული ერდოიანი სახლი. ბანიანი სახლი მოყვანილობის მიხედვით ორ ტიპად იყოფა - გვირგვინიანი და ბრტყელბანიანი. კონსტრუქციული თავისებურების - ერდოდან განათების გამო შესაძლებელია ბანიანი სახლის ოთხივე მხრიდან მიეშენოს სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა - ბოსელი, საბძელი, სათონე, მარანი. შეჯგუფულ განაშენიანებაში (მთიან რელიეფზე) ქვემოთა სახლის ბანი (სახურავი), ჩვეულებრივ, ზემოთა სახლის ტერასის დანიშნულებას ასრულებს. ბანიანი სახლი ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში, აგრეთვე კავკასიის, მცირე და შუა აზიის ზოგიერთ ხალხში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიქოვანი თ., ქსე, ტ. 2, გვ. 191, თბ., 1977