ბანზარეს ნაპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანზარეს ნაპირი — ანტარქტიდა
ბანზარეს ნაპირი
ბანზარეს ნაპირი
ბანზარეს ნაპირი ანტარქტიდის რუკაზე.

ბანზარეს ნაპირი (ინგლ. Banzare Coast) — უილქსის მიწის სანაპიროს ნაწილი (აღმოსავლეთი ანტარქტიდა). მდებარეობს ა. გ. 122° და 130° შორის. მყინვარული კალთა რამდენიმე გამომტანი მყინვარითაა. შუა ნაწილში კონტინენტურ მყინვარულ საფართან მიერთებულია ვოეიკოვის შელფური მყინვარი, რომლის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მუდმივად არსებობს აისბერგთა დიდი თავმოყრა. აღმოაჩინა ბრიტანულ-ავსტრალიურ-ახალზელანდიურმა ანტარქტიდულმა კვლევითმა ექსპედიციამ 1931 წელს, რომლის სახელსაც (შემოკლებით) ატარებს იგი (ინგლ. British-Australian-New Zealand Antarctic Research Expedition).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Банзарэ Берег // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.